12:08 24-02-2017
"ვიტ ჯორჯიამ" ყაზახურ "აქტობეზე" ქართული კლუბების ჯავრი იყარა - 5:0 [VIDEO]
AutoSharing Option
"ვეტერინარებმა" გაანადგურეს კლუბი, რომელიც ევროგათამაშებაში საქართველოს წარმომადგენლებს სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ დაამარცხა - 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსთავის "ოლიმპი" (2:0, 1:1), 2012 წელს ევროპალიგაზე ქუთაისის "ტორპედო" (1:0, 1:1), ხოლო 2014-ში ასევე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის "დინამო" (3:0, 1:0) გამოთიშა.
"ვიტ ჯორჯიას" პრესსამსახურის ცნობით, "აქტობემ" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა. მათ სასტარტო შემადგენლობაში იყო ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი, თავის დროზე "გრემიოდან" "პანათინაიკოსში" მილიონ ევროდ გადასული იური მამუტი, დონეცკის "შახტარიდან" აყვანილი ოლექსანდრ ვოლოვიკი, რომელიც დონბასელებმა თანაქალაქელი "მეტალურგისგან" ერთ დროს 4 მილიონ ევროდ შეიძინეს, და ყაზახეთის ნაკრების მეკარე ანდრეი სიდელნიკოვი.
თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს: ბადრი ტეტუნაშვილის მიერ წამოწყებული შეტევა ზურაბ ღირდალაძემ გიორგი ჭანკოტაძეს გაუგრძელა, რომელმაც ლამაზი ფინტებით სამი მცველი ჩამოიტოვა და ზუსტად დაარტყა - 1:0.
მე-60 წუთზე "ვეტერინარებმა" უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ჭანკოტაძე-ღუდუშაურის კომბინაციისას ვიტელთა ბომბარდირი ღირდალაძე კარის წინ გაიხსნა და შანსი გოლად აქცია - 2:0.
სამ წუთში თბილისელებმა ყაზახთა კარი ერთხელაც აიღეს. "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ მეკარის საჯარიმოში არეულობით ალეკო ჩაკვეტაძემ ისარგებლა და მცველი ლამაზი ფინტით გააცურა - 3:0.
მალევე ღირდალაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და "აქტობე" გადარჩა, ოღონდ - დროებით. "ვიტ ჯორჯია" არ გაჩერდა, ღირდალაძემ საჯარიმოში ღუდუშაური (ერთ-ერთი საუკეთესო იყო) მოძებნა, რომელმაც მცველებს თავბრუ დაახვია და მეკარეც "მშრალზე" დატოვა - 4:0.
ბოლოსწინა წუთზე კი კახა კახაბრიშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ოთარ მუხულიშვილი, რომელმაც "აქტობეს" კარის დარაჯს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ შეხვედრებში "აქტობე" ქართული გუნდებთან არასოდეს დამარცხებულა და 6 შეხვედრაში სულ 2 გოლი გაუშვა. ახლა კი "ვეტერინარებმა" 5-ჯერ(!) "ასიამოვნეს".
ვიტ ჯორჯია: შეროზია - ტეტუნაშვილი (80. მუხულიშვილი), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე - გურამ გურეშიძე, ექვთიმიშვილი - დავლაშელიძე, ჭანკოტაძე (75. მოსიაშვილი), ღუდუშაური (80. გაბრიჩიძე) - ღირდალაძე (75. კახაბრიშვილი).
აქტობე (სასტარტო): სიდელნიკოვი, აიტბაევი, ვოლოვიკი, ასლანი, დაუტოვი, ჟუნინიო, საულეტი, შესტაკოვი, ბაიტანა, კასიანო, მამუტი.
"ვიტ ჯორჯია" თურქეთიდან დაბრუნდა და მზადების დასკვნით ეტაპს საქართველოში გაივლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გულაობაში 10+ "ვუმატებ სტავკას ნელნელა"
0
0
აი,ეგრე უნდ ჯერ ნელი თამაშით დააძინო მეტოქე და მერე მძინარეს უტანე და უტანე
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული