დღეს თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე ტულის "არსენალს" ეთამაშება

AutoSharing Option
დღეს, 25 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე ბოლოსწინა სპარინგ-მატჩს ჩაატარებს თბილისის "დინამო", რომლის მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის გუნდი, ტულის "არსენალი" იქნება. თამაში ბელეკში თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.

დინამოელთა დღევანდელი მეტოქე, რომლის ღირსებას გია გრიგალავა იცავს, რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას გუნდმა ბელეკში შეკრებაზე უკვე ჩაატარა სამი მატჩი და სამივე მოიგო - ლუცკის "ვოლინთან" (4:0), დონეცკის "ოლიმპიკსა" (1:0) და ბორისოვის ბატე-სთან (2:0).

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დინამოელები თურქეთში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 28 თებერვალს, ყირგიზულ "აბდიშ-ათასთან" გამართავენ, მომდევნო დღეს
კი სამშობლოში დაბრუნდებიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გროზნი ყოფილიყო კარგი იყო ეტყობათ მისი ხელი
კობა
19:42 25-02-2017
0
:D წარმატებეი დინამოს და კაჭარავას მაგრამ მგონია რომ ორჯერადი ვარჯიშებდით ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს, გროზნი მომწონდა 4 ჯერ რომ ავარჯიშებდა, დისციპლინას აჩვევდა, ახალგაზრდებისთვის ეს ძაა კაია.
pablito
18:51 25-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული