დღეს თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე ტულის "არსენალს" ეთამაშება

AutoSharing Option
დღეს, 25 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე ბოლოსწინა სპარინგ-მატჩს ჩაატარებს თბილისის "დინამო", რომლის მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის გუნდი, ტულის "არსენალი" იქნება. თამაში ბელეკში თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.

დინამოელთა დღევანდელი მეტოქე, რომლის ღირსებას გია გრიგალავა იცავს, რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას გუნდმა ბელეკში შეკრებაზე უკვე ჩაატარა სამი მატჩი და სამივე მოიგო - ლუცკის "ვოლინთან" (4:0), დონეცკის "ოლიმპიკსა" (1:0) და ბორისოვის ბატე-სთან (2:0).

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დინამოელები თურქეთში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 28 თებერვალს, ყირგიზულ "აბდიშ-ათასთან" გამართავენ, მომდევნო დღეს
კი სამშობლოში დაბრუნდებიან.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გროზნი ყოფილიყო კარგი იყო ეტყობათ მისი ხელი
კობა
25 თებერვალი 2017 19:42
0
:D წარმატებეი დინამოს და კაჭარავას მაგრამ მგონია რომ ორჯერადი ვარჯიშებდით ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს, გროზნი მომწონდა 4 ჯერ რომ ავარჯიშებდა, დისციპლინას აჩვევდა, ახალგაზრდებისთვის ეს ძაა კაია.
pablito
25 თებერვალი 2017 18:51
0
გეტანხმები მეც ეგ დავწერე ამს წინ რომ ფიზიკურად კარგად მომზადების შედეგია ეს.რომელიც გროზნის მოსვლის მერე გამოიკვეთა რაც წლების მანძზილზე აკლდა დინამოს და ზოგადად ქართულ კლუბებს.ეს ბოლო დროს ტორპეტომაც საგრდზნობლად გააუბჯობესა,გროზნის მომეწონა შეფასება,რომ ქარტველების პრობლემა ბურთის ზეტმეტა თ ტრევა და ფიზიკური გამდზლეობაააო.თორე უკრაინელებზე ბევრდ ტექნიკურები არიანო ამის გამოსწორება როგორც კი დაიიწყო შედეგიც დადაგა.წარმატებები კაჭარარავასაც
xoneli.hahas
25 თებერვალი 2017 17:14
0
ეტყობა გროზნი მართლა მაგრა ავარჯიშებდა. მგონი დღეში 4-ჯერ. ვნახოთ სანამდე ეყოფათ. კაჭარავა ალბათ დღეში 2-ჯერ ავარჯიშებს.
haha
25 თებერვალი 2017 14:43
0
რაღაც ამ დინამოს კარგი სუნი ასდის.
gabo
25 თებერვალი 2017 14:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული