ოვალურმა მრგვალი შეიფარა - რაგბიმ ბათუმის "დინამო" შინ დააბრუნა!

AutoSharing Option
წლების შემდეგ ბათუმის "დინამომ" საკუთარ ქალაქში პირველად ივარჯიშა, მაგრამ აჭარის მთავარ ქალაქში ჯერ ის სიხარული არ დამდგარა, რასაც პირველი წინადადების წაკითხვისას იფიქრებდით - ბათუმში არც დაპირებული სტადიონი აუშენებიათ და არც - საფეხბურთო ბაზა.

მაგრამ თურქული შეკრებიდან დაბრუნებული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლევან ხომერიკს, სურდა, რომ გუნდი ბათუმში ევარჯიშებინა და საბოლოოდ, ასეც მოხდა - აჭარელ მორაგბეებთან შეთანხმებით, "დინამო" ახლა სარაგბო არენაზე ვარჯიშობს, სადაც მშვენიერი პირობებია.

ცხადია, ასეთი თანადგომა რაგბის სამყაროზე კარგად მეტყველებს - იყო დრო, სტადიონების პრობლემა მათ ჰქონდათ და საფეხბურთო თემი
იფარებდა. ახლა დრო შეიცვალა და რაგბი ინახავს ფეხბურთს. ასე იყო შარშან ფოთში, როცა "კოლხეთი" სტუმრებს "პარკი არენაზე" იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის პირველი ტურის მატჩებს კოლხები ქობულეთის "ჩელე არენაზე" ითამაშებენ, იმედია, სარაგბო თემი გუნდს წელსაც გვერდში დაუდგება.

საერთოდაც, სტადიონების კატასტროფული დეფიციტის პირობებში მართლაც ღირს დაფიქრება - ამ პატარა ქვეყანაში, სადაც დიდი ფული არ არის, ფეხბურთისა და რაგბის თუ მძლეოსნობის სტადიონების ცალ-ცალკე აშენება ძალიან ჭირს და არც ღირს, საერთო არენის შენახვა ხომ ყველას გაცილებით იაფი დაუჯდება?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც პირობები აქვს გუნდი არ აღირსეს არცერთ ლიგაში. ძველმა ფედერაციამ უმაღლესი ლიგიდან მიკვეთა ზესტაფონი. პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატი ამას უსამართლოდ მიიჩნევდა, მაგრამ შემდეგ საერთოდ ფეხბურთიდან მოკვეთა 21-ე საუკუნის საქართველოს საუკეთესო კლუბი
0
raze vsaubrobt saertod?21 e saukuneshi stadioni araaq batums,aq iwyeba da mtavrdeba qartul pexburtze da mis ganvitarebaze saubari.@@@@
euhhh
14:17 28-02-2017
0

სიახლეები პოპულარული