რომან ფიფია: გადავწყვიტე, თბილისის "დინამოს" ბაზა ქალაქგარეთ გავიტანო!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დღეს, 2 მარტს, პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე საკითხთან ერთად, დიღმის მასივში მდებარე კლუბის საწვრთნელი ბაზის მომავალზეც ისაუბრა.

ცნობილია, რომ ბაზის სიახლოვეს მრავალსართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება, რაც კლუბის წარმომადგენელთა აზრით, ბაზის ფუნქციონირებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

- "ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ"

"სამწუხაროდ, უმადურობასთან გვაქვს საქმე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელმაც სული და გული ჩადო ამ ბაზის მშენებლობაში, ძალიან მტკივნეულია ის, რაც მასთან დაკავშირებით ხდება. აქ კორპუსები შენდება, რომლებიც სრულად გაანადგურებს აქაურობას.
ეს სამწუხარო რეალობაა!

მათ უფლება აქვთ მშენებლობის და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი შეჩერება. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში ბაზა გადავიტანო ქალაქგარეთ. აქ შეიძლება ხალხმა ბოთლების ან სიგარეტების სროლა დაიწყოს და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბავშვებს ასეთ პირობებში ავარჯიშებს.

ახალი ბაზა, შესაძლოა, თბილისის ზღვაზე იყოს ან მცხეთაში. ჯერ ვაგრძელებთ აქ მუშაობას, თუმცა მალე დავიწყებთ ახალი ადგილის ძებნას", - თქვა ფიფიამ.

სრულ პრესკონფერენციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ქოცია თუ ნაცია,
ყველა მაინც ნაცია,
მათი ამოცანაა,
მთლად შეჭამონ ნაცია,
მაგათთვის საქართველო,
მხოლოდ მიწის ფასია.
სოსო
09:38 03-03-2017
0
ქალაქგარეთ... ნაგავსაყრელზე. თბილისი დაემსგავსება ბეირუთს. არანაირი გამწვანება, არანაირი სპორტული მოედნები, არანაირი პარკები და სკვერები, მხოლოდ ბეტონის და ასფალტის საფარი. მთავარია მოგება, ფული, ფული...
ლუკა
03:13 03-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული