ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა "სამტრედიამ" გახსნის მატჩში ქულები დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 მარტს, საქართველოს XXIX ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო.

10-გუნდიანი ეროვნული ლიგის პირველი ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ეროვნული ლიგის პირველი გოლი დავით რაჟამაშვილმა მიითვალა. სამტრედიელთა გარემარბმა მატჩის მე-19 წუთზე შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა - 1:0.

სამტრედიელთა უპირატესობის მიუხედავად, "შუქურამ" შესვენებამდე შეძლო გათანაბრება - 41-ე წუთზე, სტუმართა "სტანდარტულის" შემდეგ თავი ლევან საბაძემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ქობულეთელები კაცნაკლულნი დარჩნენ - არბიტრმა 68-ე წუთზე მეორე
გაფრთხილების გამო მოედნიდან ჯეფინიო გააძევა, თუმცა დარჩენილ დროში გია ცეცაძის შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს და ქულები დაკარგეს.

პირველი ტურის დანარჩენი ოთხი მატჩი კვირას, 5 მარტს ჩატარდება.

ეროვნული ლიგა.  I ტური
სამტრედია-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 რაჟამაშვილი (19), 1:1 ლევან საბაძე (41).
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, ნიკა სანდოხაძე (კ), გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით ჩაგელიშვილი (გურამ სამუშია, 82), გიორგი ბერიაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი ახალაძე (რუდოლფ სუხომლინოვი, 60), გიორგი მჭედლიშვილი.
შუქურა: აზამატ ჯიოევი (კ), გიორგი კალანდია, ბექა მახარაძე, შერმადინ ართმელაძე (გიგა მამულაშვილი, 64), ლევან კუტალია (თორნიკე დაგარგულია, 90+5), ჯეფინიო, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ლევან საბაძე (გიორგი ჭანუყვაძე, 87), სანდრო გურული, რომან ჩაჩუა.
გაფრთხილება: გოგიაშვილი (15), ართმელაძე (25), სანდოხაძე (30), ჯეფინიო (39, 68), რაჟამაშვილი (55), ჯაფარიძე (90+3),
გაძევება: ჯეფინიო (68)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

სხვა მატჩები
5 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =7 -7, 38:28

თბილისი. "დინამო არენა". 15:00
დინამო (თბ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
55: +37 =11 -7, 123:40
დისკვალიფიკაცია
დავით ბოლქვაძე, ომარ გოგონაია, ვლადიმირ კორობკა (ყველა - კოლხეთი)

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 18:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
12: +3 =3 -6, 12:22
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)

თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 4:9
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 30 /
სამტრედია ლიგას მოიგებს ასე ტუ ატრია კალადზემ და მისმა მაფიამ
davit
04 მარტი 2017 22:09
0
ერთი თამაშით ნუ გადაწყვეტთ ყველაფერს ჯერ ყველაფერი წინ არის.
galaktioni
04 მარტი 2017 22:05
0
ise amdeni pexburtis specialisti rac am saitzea istorias ar axsovs ))) maladec dzmao ra taktikosebi xart zogiertebi.amdros gagnebashi ar xart sinamdvileshi .efe tu icit ras nishnavs efe >?)))))))
kkkk
04 მარტი 2017 21:39
0
pirveli Tamashi chirs etkvis magram dges ragac verc is davinaxe samomavlod rogor unda ganvitardes gundi.chemi azrit ukan cavedit imis nacvlad cin mivdiodet.exla axal scenari ikneba uprosoba cecadzes daabralebs ro isaa kvelapershi damnashave ro mas is pexburtelebi mokavs vinc mastan kargadaa daaxlos ))) da ragaceebs daabraleben agerac naxavt..kide oridan ertic ro ver moigos gaushveben isedac didi xania undat gashveba magram rogor gaushvan shedegiak kacs da .exla ari kargi dro da tu ver moigebs oridan erts mainc gaushveben .
kkkk
04 მარტი 2017 21:37
0
calkara tamashi ki iyo magram shuqura mshvenivrad icavda tavs,droc mshvenivrad gayavdat moedanze kotrialit,da jarima iyo tuariyo amazec mshvenivrad provocirebdnen ramac gaamartla da shedegic gamoigo.
romandro
04 მარტი 2017 21:36
0
ცემპიონი.3.გუნდი არიან ფავორიტი .ტორპედო ბატუმი ან დინამო ტბილისი
jako
04 მარტი 2017 18:47
0
კარგი მეკარე წაიყვანა მეშახტედან სამტრედიამ,მაგრამ არ დაიტოვა,ასე შერცხვებით ევროპაზე კიდევ ერთხელ.
CHEROELI
04 მარტი 2017 18:42
0
Jangos gilocav sezonis gaxsnas warmatebebi megobaro
Shio
04 მარტი 2017 18:02
0
..... უმადურობის მწვერვალი ხარ რა...
jangos..
04 მარტი 2017 18:00
0
mchedlishvili da manjgaladzea igrokebi samtrediashi, sxvebs xelfass rashi uxdian ver vxvdebi, gasakrelia sukvela...
gurami
04 მარტი 2017 17:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული