12:15 06-03-2017
საბურთალო-ტორპედო 1:0 - ვაისის თვალწინ [VIDEO]
AutoSharing Option
24-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ ბურთი საჯარიმოს კუთხესთან მიიღო და მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქუთაისელები მეკარე როინ კვასხვაძემ გადაარჩინა. მალევე, გიორგი ხარაიშვილის პასის შემდეგ, ბრაზილიელმა გონშალვეშ ვაგნერმა "გაისროლა", მაგრამ კვასხვაძე ამ შემთხვევაშიც შეუვალი იყო.
მეორე ტაიმში თბილისელები მეტოქეზე გაცილებით აქტიურად და ინიციატივიანად ათამაშდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ჯერ ქუთაისელებმა შექმნეს: 62-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ბურთი თბილისელთა მცველმა მოიგერია, უკუგდებულზე კი შოთა ბაბუნაშვილი საჯარიმოში დააბრუნდა და ბექა ტუღუში მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მისი "მოჭრილი" და ძლიერი დარტყმა მიზანს ასცდა და თბილისელები აშკარა გოლს გადაურჩნენ.
64-ე წუთზე გატანა უკვე მასპინძლებს შეეძლოთ: მარცხენა ფლანგიდან ცოტნე ნადარაიას ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან შინდაგორიძემ თავით დაარტყა, მაგრამ კვლავ არაზუსტად.
84-ე წუთზე, "საბურთალომ" კიდევ ერთი მწვავე შეტევა განახორციელა: საჯარიმოსთან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ვაგნერმა ძლიერად დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი გიორგი კოხრეიძეს კართან მცველი ჩაუწვა და გუნდი გადაარჩინა.
მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში, მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა გიორგი ხარაიშვილმა შეასრულა, შეცვლაზე შესული კოხრეიძე კი მცველს გაექცა, ბურთს ფეხი წაჰკრა და - 1:0.
დრო თითქმის აღარ იყო, მაგრამ ქუთაისელებმა მაინც შეუტიეს ბოლო ძალებით, მაგრამ გიორგი კუხიანიძისა და გიორგი ქიმაძის დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია და "საბურთალომ" სეზონი 3 ქულით დაიწყო.
გიორგი ჭიაბრიშვილი, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი:
"ვიცოდით, რომ "ტორპედოსთან" რთული თამაში გველოდა, რადგან მეტოქე კარგად დაბალანსებული გუნდია. ამავდროულად, ჩემპიონატის სტარტს თავისებური დატვირთვა აქვს - პირველობის წარმატებით დაწყება ყველას სურს. მიმაჩნია, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოვიყურებოდით და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. ჩემს გუნდს და გულშემატკივრებს წარმატებულ სტარტს ვულოცავ".
საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური
05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო-ტორპედო 1:0
გოლი: 1:0 კოხრეიძე (90+1. ხარაიშვილის პასით)
საბურთალო: კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ნადარაია - მამუჩაშვილი (57. ელვინ ტერა), ალთუნაშვილი (64. არზიანი) - ვაგნერ გონშალვესი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე - ფანცულაია (72. კოხრეიძე).
სათადარიგოები: სანიკიძე, ცნობილაძე, იმნაძე, სოფრომაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ტორპედო: რ. კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გ. გურული, ქიმაძე - მამასახლისი (46. ბაბუნაშვილი), გიგაური - გ. დოლიძე (78. მახარობლიძე), კუხიანიძე, ტუღუში - საბანაძე (74. კაპანაძე).
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ჭიჭინაძე, საღრიშვილი, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილებები: ტაბატაძე (57), ვაგნერი (72), კოხრეიძე (83), ტუღუში (84), ადამაძე (88)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
ეროვნული I ლიგა. I ტური
რუსთავი-გურია 3:1
ვიტ ჯორჯია-სამგურალი 3:0
მერანი-გაგრა 0:0
სიონი-ზუგდიდი 1:0
ცხინვალი-მეშახტე 2:2.
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რატომ ბლოკავთ! რომ ხალხს არ ენახა ტორპედომ ვერ ითამაშა. თუ არ ითამაშა. მიტომ არცერთ საიტზე თამაში არ აჩვენეთ. იმდენ იზამს გუნდი. რომ მალე აგარიშზე კაპიკები ექნება!
0
0
მე მგონია ტორპედო უნდა გადავიდეს ბაზაზე, რას აქეთებენ ვარჯიშის შემდეგ ღმერთმა იცის!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული