დღეს ოთხი მატჩი ჩატარდება. მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე წყალტუბოს "სამგურალი" "რუსთავს" მიიღებს, "მცხეთა პარკზე" "გაგრა" ბოლნისის "სიონს" შეხვდება, რუსთავში "ცხინვალი" "მერანს" უმასპინძლებს, ხოლო თბილისში, "ბენდელაზე" ერთმანეთს ტყიბულის "მეშახტე" და ლანჩხუთის "გურია" ეთამაშებიან.
ტურის ბოლო მატჩი შაბათს ზედა ეწერის მოედანზე ჩატარდება, სადაც "ზუგდიდი" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება.
ყველა მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.