ეროვნული ლიგა 2. II ტური: 4 დუბლი და 15 გოლი 4 მატჩში

AutoSharing Option
10 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის II ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

წყალტუბოს "სამგურალმა" "რუსთავი" მიიღო და ანგარიშით 4:2 დაამარცხა. "სამგურალიდან" დუბლით გამოირჩა გაგა ჩხეტიანი, ხოლო "რუსთავის" მხრიდან დუბლი დათა სიჭინავამ მიითვალა.

"გაგრამ" მცხეთაში ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი ჯაბა დვალმა მიითვალა.

"ბენდელაზე" ტყიბულის "მეშახტემ" ლანჩხუთის "გურია" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 90-ე წუთზე გამარჯვების გოლის ავტორი მურად აფხაზავა გახდა.

რუსთავის "ფოლადზე" "ცხინვალმა" მარტვილის "მერანი" მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ვანო კურდღელაშვილმა დუბლი ჩაიწერა ანგარიშზე.

მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი
სამგურალი-რუსთავი 4:2

გოლები: 1:0 თენგიზ ბრეგვაძე (15), 2:0, 4:1 გაგა ჩხეტიანი (21, 65), 2:1 დათა სიჭინავა (60), 3:1 ბაქარ ლაღაძე (62), 4:2 დათა სიჭინავა (80)

"მცხეთა პარკი"
გაგრა-სიონი 0:2
გოლები: 0:1, 0:2 ჯაბა დვალი (45, 84)

თბილისი. ბენდელა

მეშახტე-გურია 2:1
გოლები: 0:1 გიორგი კაშია (10), 1:1 ლუკა ჭოხონელიძე (35), 2:1 მურად აფხაზავა (2:1)

რუსთავი. ფოლადი
ცხინვალი-მერანი 1:3
გოლები: 0:1 სერგეი ტრეტიაკი (20), 0:2, 0:3 ვანო კურდღელაშვილი (48, 55), 1:3 თამაზ მაქაცარია (67)

Sportall.Ge

"ზუგდიდსა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის მატჩი 11 მარტს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული