საინტერესოა, რა მდგომარეობაა სადღეისოდ "დილაში", რომელიც ამ უქმეებზე თბილისის "დინამოს" სტუმრობს. კითხვებით მივმართეთ "დილას" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს:
"ტრავმების პრობლემა ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა გუნდის კაპიტანი ლექსო კვახაძე, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო. წყალტუბოში გამართულ სათასო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასევე გიორგი ფოფხაძემ. ბოლომდე "ჩაჯდა" გუნდში წიქარიძე,
რაც შეეხება ირაკლი მოდებაძის საკითხს, არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი უნდა დაბრუნდეს მაშინ, როცა ბოლომდე მზად იქნება. ეს დრო კი შორს აღარ არის.
მომავალ ტურში "დინამოსთან" ვთამაშობთ და მაქსიმალურ მიზანს ვისახავთ", - გვითხრა ჯოხაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"