Sportall.ge-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი უკვე "სამტრედიაშია" და გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.
იაკოვლევს თავის დროზე დონეცკის "შახტარის" 17-წლამდელთა გუნდში, "სტალში", "რიგაში", "ნასაფ ქარში", "პოლტავაში", "ტატრან პრესოვში", "სლუცკში", "სოკოლსა", "ზარიაში" უთამაშია. უკრაინელი ნახევარმცველის ბოლო კლუბი "ტარაზი" იყო, მანამდე კი ბორისოვის ბატე-შიც გამოდიოდა, რომლის მაისურითაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.