ეროვნული ლიგა. III ტური: თბილისის "დინამოს" გორის "დილამაც" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის III ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის "დინამომ" გორის "დილა" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"დინამო არენაზე" ანგარიში ბაჩანა არაბულმა მე-19 წუთზე გახსნა. გორელებს გასათანაბრებლად სამიოდე წუთი დასჭირდათ - დინამოელთა კარში გოლი თენგიზ წიქარიძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში "დინამო" კაცნაკლული დარჩა - 72-ე წუთზე არბიტრმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან გია ჩადუნელი გააძევა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ კი დათო კირკიტაძემ თავით გაიტანა და "დილა" ანგარიშში დააწინაურა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრის მიწურულს "დინამო" სულაც
9 ფეხბურთელით დარჩა - წითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილსაც უჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ ეს თბილისის "დინამოს" ზედიზედ მეორე მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში, "დილამ" კი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

დღეს III ტურის კიდევ ერთი შეხვედრა მოგვიანებით ჩატარდება - 19:00 სთ-ზე "მიხეილ მესხზე" თბილისის "ლოკომოტივი" "საბურთალოს" დაუპირისპირდება. კიდევ სამი მატჩი კი კვირას, 19 მარტს გაიმართება.

ეროვნული ლიგა. III ტური
18.03. დინამო არენა
დინამო (თბ)-დილა 1:2
გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22), 1:2 კირკიტაძე (74).
დინამო: სერგი ლიტოვჩენკო, ლაშა თოთაძე, გია ჩადუნელი, ბაქარ ქარდავა, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი (85, მიხეილ ერგემლიძე), ოთარ კიტეიშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია (80, ბექა მიქელთაძე), გიორგი გველესიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა: მიხეილ მუჯრიშვილი, გოდერძი მაჩაიძე, რომარიკ ეტოუ, გიორგი პაპავა (77, ლუკა რაზმაძე), ლეანდრო რიბეირო (62, ლევან ნონიკაშვილი), თენგიზ წიქარიძე (83, გიორგი ფოფხაძე), გივი ქარქუზაშვილი, ლეონარდო, დათო კირკიტაძე, ალექსანდრე კვახაძე, ირაკლი ძარია.
მთავარი მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: კირკიტაძე, რიბეირო, ჩადუნელი, კიტეიშვილი
გაძევება: გია ჩადუნელი (72), ოთარ კიტეიშვილი (91).
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

სხვა მატჩები
თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 2:3

19 მარტი
ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
27: +13 =5 -9, 45:34

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 8:5

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
61: +27 =16 -18, 92:69
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 24 /
"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქართველზე უფრო გულიანად, "დინამოს" ვერავინ გაწვრთნის" - რომან ფიფია, ამ სიტყვების მერე რა პროფესიონალიზმზე არის საუბარი ან საქმის ცოდნაზე....... რომელსაც არც ეს საქმე გამოსდის ნორმალურად...საშუალო დონის გუნდის გაკეთება მართლაც არ არის ძნელი, მაგრამ არ გამოდის ამ კაცს, იმიტომ რომ არც ეკუთვნის..... და უმადური...
asurbanifali
18 მარტი 2017 16:40
0
მეც გავიგე ფიფიაზე,ყოფილი დინამოელები ბაზრობდნენ,მაგის არასწორ საქციელზე და ყველანი ისე გაუშვა მერე გუნდიდან რომ სარგებელი ვერ ნახა.
ლევანი
18 მარტი 2017 16:31
0
აკი ვთქვი, "დინამო"ს მოგება დიდი პატივი არ არის. ასეთი სუსტიც არა, უფრო უსუსური, დინამო არასდროს ყოფილა. ვინ ვინ და ფიფიამ უნდა დაიკვეხნოს, "ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ"...
ოკრიბელი
18 მარტი 2017 16:24
0
ფიფიას ისეთი შეცდომა (რბილად, რომ ვთქვათ) აქვს დაშვებული, რომ სანამ ბოდიშს არ მოიხდის ვინც არ უნდა მოიყვანოს მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად მაინც ვერ "გაფრინდება". ეგრე იცის "ნადირის" ხუშტურების ასრულებამ და მართალი კაცის დაჩაგვრამ. ვითომც არაფერი. აი ახლა შალეთ და აწყეთ გუნდები.
sergo
18 მარტი 2017 16:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული