15:53 18-03-2017
ეროვნული ლიგა. III ტური: თბილისის "დინამოს" გორის "დილამაც" მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
"დინამო არენაზე" ანგარიში ბაჩანა არაბულმა მე-19 წუთზე გახსნა. გორელებს გასათანაბრებლად სამიოდე წუთი დასჭირდათ - დინამოელთა კარში გოლი თენგიზ წიქარიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში "დინამო" კაცნაკლული დარჩა - 72-ე წუთზე არბიტრმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან გია ჩადუნელი გააძევა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ კი დათო კირკიტაძემ თავით გაიტანა და "დილა" ანგარიშში დააწინაურა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრის მიწურულს "დინამო" სულაც 9 ფეხბურთელით დარჩა - წითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილსაც უჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ ეს თბილისის "დინამოს" ზედიზედ მეორე მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში, "დილამ" კი ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
დღეს III ტურის კიდევ ერთი შეხვედრა მოგვიანებით ჩატარდება - 19:00 სთ-ზე "მიხეილ მესხზე" თბილისის "ლოკომოტივი" "საბურთალოს" დაუპირისპირდება. კიდევ სამი მატჩი კი კვირას, 19 მარტს გაიმართება.
ეროვნული ლიგა. III ტური
18.03. დინამო არენა
დინამო (თბ)-დილა 1:2
გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22), 1:2 კირკიტაძე (74).
დინამო: სერგი ლიტოვჩენკო, ლაშა თოთაძე, გია ჩადუნელი, ბაქარ ქარდავა, ბაჩანა არაბული, გიორგი პაპუნაშვილი (85, მიხეილ ერგემლიძე), ოთარ კიტეიშვილი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ზარია (80, ბექა მიქელთაძე), გიორგი გველესიანი.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დილა: მიხეილ მუჯრიშვილი, გოდერძი მაჩაიძე, რომარიკ ეტოუ, გიორგი პაპავა (77, ლუკა რაზმაძე), ლეანდრო რიბეირო (62, ლევან ნონიკაშვილი), თენგიზ წიქარიძე (83, გიორგი ფოფხაძე), გივი ქარქუზაშვილი, ლეონარდო, დათო კირკიტაძე, ალექსანდრე კვახაძე, ირაკლი ძარია.
მთავარი მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: კირკიტაძე, რიბეირო, ჩადუნელი, კიტეიშვილი
გაძევება: გია ჩადუნელი (72), ოთარ კიტეიშვილი (91).
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
სხვა მატჩები
თბილისი. მიხეილ მესხი. 19:00
საბურთალო-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 2:3
19 მარტი
ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
27: +13 =5 -9, 45:34
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 18:00
ჩიხურა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =2 -1, 8:5
ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
61: +27 =16 -18, 92:69
დისკვალიფიკაცია
დავით ხურცილავა (ტორპედო).
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ძალიან მომეწონა გორის "დილა"-ს თამაში... ბრავო ბიჭებო....
0
0
არც დილაა შეთამაშებული გუნდი მარა დინამოსნაირ ბანდა გუნდთან მოგება რატო გაგიკვირდათ. ჟურნალისტები ხო ვაფშე)) რა სათაურია ეს, როცა დინამოს ზედიზედ 7 თამაში არ მოუგია დილასთვის.
0
0
დინამოელებს მინდა მივმართო ბათუმიდან ვარ ქართული ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი, ის პირობები რაც თქვენ დღეს გაქვთ ნახევარი ქვეყნის შიმშილის ფონზე სანატრელია ბევრისათვის. წარმომიდგენია 90 -ანების ბიჭებს (ტყუპები, ქინქი და სხვები) რომ ჰქონოდათ მსგავსი პირობები ისინი ევროპასაც გააკვირვებდნენ. ვუყურე თქვენს თამაშს და გული მომიკვდა ელემენტარული სირბილი რა გახდა თავი დავანებოთ ტექნიკას და ტაქტიკას. ეგ კაციი (რ. ფიფია) საკუთარ მილიონებს ხარჯავს ასეთი უნიათობით გამწარებული ერთი დღე მთლად დატოვებს გუნდს და მერე იქნება დინამო მორიგი ქართული უფულო გუნდი. ნახეთ ბათუმში რა საცოდაობაა არ ეღირსა გუნდს სტადიონი, სტადიონს ვინ ჩივის ბაზა ელემენტარული ავტობუსი და ა. შ ქობულეთის შუქურას სტადიონზე თამაშს გონიოს პოლიგონზე თამაში და ვარჯიში ჯობია კიდევ. პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, არაბული ივარჯიშეთ ბიჭებო და სირბილი მაინც შეძელით 50 წლის ჯკაცი ვარ და მგონი მეც გაჯობებთ 60 - ე წუთის მერე ე. წ რივოკის გაკეთებაში
0
0
რომან,6 წელიწადი საკმარისზე მეტი დროა იმის მისახვედრად რომ ფეხბურთში არაფერი გესაქმება, დინამო ესეთი უსუსური არასდროს ყოფილა როგორიც შენ ხელში გახდა...მიხედე ბიზნესს და დაუთმე კლუბი ვისაც ფეხბურთის გაეგება...
0
0
ამ სტატიის სათაურში ასო "ც"-სრულიად ზედმეტია.
0
0
ვითომ რატომ არ უნდა მოეგო დილას.დინამო რა ქართული ფეხბურთის ეტალონია დღეს? ლოკომაც წააგო. კიდევ ბევრი საიტერესო შედეგი იქნება ამ ჩემპიონატში.თანდათან თამაშების ხარისხიც მოიმატებს.
0
0
ისედაც ტრიბუნებზე ტამასჰობდნენ და ეხლა ხო ვაბსჰე რა,საქარტველო ერადერტი ქვეყანაა ალბატ გუნდს რომელსაც გრანდს ეზახიან ტვიტონ ტორე რა გრანდია ქევიციტ ტამასჰზე მარტო ფეხბურტელების ოჯახის ცევრები დადიან საქომაგოდ სხვა კაცისჰვილი არ დადისდა ფიფია კიდევ მილიონებს ატეტრებს და კაი ხელფასებიაქვტ.
0
0
გორის დილამაც მოუგო გეგონება 30 ტურია და დილას ყველა წაგება ქონდა და სენსაცია გამოაცხო.და რატო არუნდა მოეგო მაინც?
0
0
2013 shi araa megobaro, 2012 is mere dinamos dilastvis ar mougia, da dilamac mougo raa, dilaze dzlieria dgesdgeobit tuuu.
0
0
2013 shi araa megobaro, 2012 is mere dinamos dilastvis ar mougia, da dilamac mougo raa, dilaze dzlieria dgesdgeobit tuuu.
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული