"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ავრაამ გრანტი "დინამო"-"დილას" მატჩს დაესწრო

AutoSharing Option
18 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩს თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას", ცნობილი ებრაელი სპეციალისტი, ლონდონის "ჩელსისა" და ისრაელის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავრაამ გრანტიც დაესწრო.

- ეროვნული ლიგა. III ტური: თბილისის "დინამოს" გორის "დილამაც" მოუგო

62 წლის სპეციალისტი, რომელიც ბოლოს განის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს გორის "დილას" მფლობელებთან ახლო ურთიერთობის გამო ეწვია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში გორის კლუბის მფლობელი ებრაული კომპანია "სტარ სპორტ ინვესტი" გახდა.

"გორის "დილას" მეწილეები ჩემი მეგობრები არიან. მომეწონა მატჩი, აქ საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ", - თქვა
გრანტმა მატჩის შემდეგ.

ავრაამ გრანტს სხვადასხვა დროს ასევე თელ-ავივის "მაკაბიში", ჰაიფას "მაკაბიში", "პორტსმუთში", "ვესტ ჰემსა" და ბელგრადის "პარტიზანში" უმუშავია. გრანტის ხელმძღვანელობით "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის 2007/08 წლების ფინალში ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ცნობილი გახდა გრანტი ინიშნება გურჯაანის ალაზნის მწვრთნელად. ანაზგაურება სეზონში 20 ტონა ყურძენი.
0
აუ ეს რას იფიქრებდა დინამოზე :D:D:D:D:D:D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული