საჩხერის "ჩიხურამ" ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის "შუქურა" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით "ჩიხურამ" 7 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიაკავა. "ჩიხურა" ერთადერთი გუნდია ეროვნულ ლიგაში, ვისაც წაგება არ გააჩნია.
პირველი გოლი მე-12 წუთზე გიორგი გაბედავამ გაიტანა და "ჩიხურა" წინ გაიყვანა, მაგრამ მე-19 წუთზე უკვე ირაკლი ჭეჟიამ გაათანბრა.
54-ე წუთზე ლევან კაკუბავამ შეაგდო, 65-ე წუთზე კი გაბედავამ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:1 გახადა.
ასევე იხილეთ:
- ეროვნული ლიგა. III
- ეროვნული ლიგა. III ტური: "ლოკომოტივმა" პირველი მარცხი იწვნია [VIDEO]