თბილისის "დინამომ" საბა ლობჟანიძე მთავარ გუნდში დააბრუნა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, თბილისის "დინამომ" საბა ლობჟანიძე მთავარ გუნდში დააბრუნა. ლობჟანიძემ დღეს მთავარ გუნდში ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველი თურქული შეკრებიდან ნაადრევად დაბრუნდა. "დინამომ" ის დუბლებში გადაიყვანა, ჩვენი ინფორმაციით კი, საქმე კონტრაქტში იყო, რომლის გახანგრძლივებაზე ფეხბურთელმა უარი განაცხადა. ლობჟანიძეს "დინამოსთან" მოქმედი კონტრაქტი ამ წლის მაისში ეწურება.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურს სტუმრად "სამტრედიას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია ვის რა აეწვა ვურჩევ სატურნირო ცხრილში ჩაიხედოს მინიმუმ გაიხედოს მარჯვნივ იქ დაინახავს პასუხს 9 ადგილი სამი ტურის შემდეგ და რა თამასებიც ვნახე ერთ ერთი გავარდნის კანდიდატია სამართლიანად
ცვალეთ ეხლა მწვრთნელები ჩემპიონატის ბოლომდე და გახვალთ ბოლოზე გაიგეთ ხალხო პრობლემა ფიფიაშია გაყიდოს გუნდი მაინც არაფერს არ ხარჯავს გორის დილას გამოუჩნდა პატრონი და როგორმე დინამოსაც გამოუჩნდება
live
16:50 22-03-2017
0
ამ კონტრაკტზე იმედია სალუქვაძის და ფიფიას პრესკომფერენციიდან არ ლაპარაკობ თორემ ეს არგუმენტად არ გამოდგება ვინც ცოტა მეტი იცის ის გაიგებს რას თავაზობდნენ
lashas
16:42 22-03-2017
0

სიახლეები პოპულარული