27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს, "დინამო არენაზე", 80 000 მაყურებლის თანდასწრებით, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის "დინამომ" ფოთის "კოლხეთი 1913"-ს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში გელა კეტაშვილმა გაიტანა.

დინამო (თბ)-კოლხეთი 1913 (ფ) 1:0
გოლი: კეტაშვილი (საკუთარ კარში).
დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა
შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი,
თვარაძე, ავრამიდისი
შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე.

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
ქართული ფეხბურთის საქმე უკან გაცილებით ადრე,80ან წლებში წავიდა. დინამოს დუბლებში თამაშისთვის 5000-ს რომ ითხივდნენ, აი მაგან დაასამარა ფეხბუთი. მთლად ეროვნულ ჩემპიონატს ნუ დააბრალებთ.
ბოჩია
10:51 31-03-2017
0
ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, ათი წლის ვიყავი და ჩემს დაბადების დღეზე ასეთი ზეიმის მონაწილე გავხდი, სულის ზეიმი იყო,დაგვირგვინებული ზვიად გამსახურდიას და პატრირქის მილოცვით და კიდევ ძალიან გონებაშეზღუდული უნდა იყო ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას აბრალებდე ქართული ფეხბირთის დაღმასვლას
irakli
22:56 30-03-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული