აღმოჩნდა, რომ პირველ სამ ტურში ყველაზე მეტი, 1789 პასი "სამტრედიამ" გააკეთა, რაც საშუალოდ მატჩში 596,3 პასს უტოლდება. ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი, საშუალო პროცენტული მაჩვენებელიც სამტრედიელებს აქვთ - 58,6%.
კარში დარტყმებით კი "ტორპედო" ლიდერობს - 21 დარტყმა კარში, ანუ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები საშუალოდ მატჩი 7-ჯერ ურტყამენ კარის ჩარჩოში.
კარისკენ დარტყმებში კი ბათუმის "დინამო" ლიდერობს. ლევან ხომერიკის ფეხბურთელებს 28 დარტყმა დაუგროვდათ, რაც საშუალოდ თამაშში 9,3
ყველაზე მეტი კუთხურიც "ტორპედომ" ჩააწოდა - 22, ანუ საშუალოდ მატჩში - 7,3. იგივე ტორპედოელები ყველაზე ნაკლებად არღვევენ თამაშის წესს - 44, ანუ საშუალოდ - 14,6. შესაბამისად, "ტორპედოს" ფეხბურთელებმა, "ჩიხურასთან" ერთად, ყველაზე ნაკლები ბარათები მიიღეს - 5.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"