ეროვნული ლიგა 2. IV ტური: ლანჩხუთის "გურიამ" უხვგოლიან მატჩში "ზუგდიდს" სძლია

AutoSharing Option
31 მარტს ეროვნული ლიგის IV ტურის 4 მატჩი გაიმართა.

"მცხეთა პარკზე" ტყიბულის "მეშახტე" წყალტუბოს "სამგურალს" შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი 93-ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძე გახდა.

რუსთავში "ფოლადის" სტადიონზე "ცხინვალმა" "ვიტ ჯორჯია" მიიღო და ანგარიშით 1:0 მოიგო. გამარჯვების გოლი ნიკა წივწივაძემ გაიტანა.

"ბაიას ბაზაზე" "ზუგდიდმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 წააგო. მე-5 წუთზე სტუმრები წინ სოსო მალანაიმ გაიყვანა. 30-ე წუთზე ზურაბ მალანიამ ანგარიში გაათანაბრა. 52-ე წუთზე კი ზაურ გოგუაძემ "გურია" დააწინაურა. 79-ე წუთზე "გურიის" უპირატესობა ორამდე გაიზარდა.
ლევან შარიკაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა. სხვაობის შემცირება 81-ე წუთზე ცოტნე სამუშაიამ შეძლო.

"გაგრასა" და "რუსთავს" შორის მატჩი გაგრელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. 56-ე წუთზე გიორგი ქურდაძემ შეაგდო. აღსანიშნავია, რომ 64-ე წუთზე "რუსთავს" გიორგი ნარიმანიძე გაუძევეს.

ეროვნული ლიგა 2-ის IV ტურის ბოლო მატჩი პირველ აპრილს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება, სადაც "მერანი" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ზუგდიდი აგებს და აგებს.კარგი მწვრთნელი ყავა და ამიტომაა ალბათ.შეროზიას ეხლა არა აქვს თამაშების მოსასყიდი ფული და როგორ მოიგებს თამაშს?ვაი თქვენ პატრონს.
გოგა
08:04 01-04-2017
0
შეროზიამ არ წააგო თამაში, მსაჯმა მოიგო თამაში, კვირიკაშვილის...
ირაკლი
10:14 01-04-2017
0

სიახლეები პოპულარული