ეროვნული ლიგა. IV ტური: ჩემპიონი შინ დამარცხდა!

AutoSharing Option
2 აპრილს ეროვნული ლიგის IV ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

ქვეყნის ჩემპიონმა "სამტრედიამ" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი მე-40 წუთზე ბექა მიქელთაძემ გაიტანა. ამის შემდეგ მასპინძლებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ერთ მომენტში კარი ხარიხამ იხსნა, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში დინამოელთა კარის დარაჯი სერგეი ლიტოვჩენკო მოწოდების სიმაღლეზე იყო.

გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას "სამტრედია" ფლობდა, მაგრამ კონტრშეტევბზე "დინამო" ძალიან სახიფათო იყო და გოლის გატანის კარგი მომენტებიც ჰქონდა. 75-ე წუთზე კი საბა
ლობჟანიძემ
საჯარიმოდან ჩამოწოდების შემდეგ "დინამოელთა" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის "დინამო" სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 ადგილზე გადავიდა, ხოლო "სამტრედია" 4 ქულით მე-7 ადგილზე დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის IV ტურის ბოლო მატჩი დღეს 17:30 საათზე დაიწყება. საჩხერის "ჩიხურა" ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. მატჩის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

- ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლობჟანიძემ მოიგო ეს თამაში !!
ლაშა
09:56 03-04-2017
0
ეს იკო გყლშემატკივარის დაცინვა ;იტამაშონ აწი ცარიელი ტრიბუნის წინ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული