11:42 03-04-2017
სამტრედია-დინამო (თბ) 0:2 - ჯოკერის დაბრუნება [VIDEO]
AutoSharing Option
- სამტრედია–დინამო: ჩხუბი ფანებს შორის, ოთხი დაკავებული... [VIDEO]
"სამტრედიამ" თამაში შეტევებით დაიწყო და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა მათი რეალიზაცია ვერ მოახერხა. ხოლო სტუმრებმა თავიანთი შანსებით ისარგებლეს: პირველ ტაიმში თავი გამოიჩინა ბექა მიქელთაძემ - ახალგაზრდა ფეხბურთელმა მშვენიერი თამაში ჩაატარა, სეზონში პირველი გოლი კი მშობლიური ქალაქის გუნდს გაუტანა.
მაგრამ დინამოელთა შორის გამორჩეული იყო საბა ლობჟანიძე. სტუმართა მე-11 ნომერმა მასპინძლებს უდიდესი პრობლემები შეუქმნა და გამოჩნდა, რომ მისი დაბრუნება აუცილებელი იყო. ლობჟანიძის სახით "დინამომ" ის ჯოკერი დაიბრუნა, რომელმაც შეტევებს აგრესია, სისწრაფე და სილაღე შესძინა. ლოგიკური იყო, რომ 22 წლის ფეხბურთელმა დაბრუნება გოლით აღნიშნა.
მეორე ნახევარში "სამტრედია" კიდევ უფრო გააქტიურდა და წონასწორობის აღდგენას შტურმით ცდილობდა. კარგად ჩაერთო თამაშში გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც თამაშის გამწვავებას ახერხებდა. იგივე ითქმის დავით ჯიქიაზე, მაგრამ სამტრედიელთა აწყობილ საკრავზე რაღაც აირია და ძველებურად ვეღარ ჟღერს.
რა იქნება მომავალში, ახლა არ ვიცით, ჯერჯერობით კი მოქმედი ჩემპიონის სეზონი კოშმარულ სიზმარს ჰგავს - 4 ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.
ეროვნული ლიგა. IV ტური
02.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 მიქელთაძე (40. თოთაძის პასით), 0:2 ლობჟანიძე (75. პაპუნაშვილის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - სუხომლინოვი (46. მჭედლიშვილი), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე - დათუნაიშვილი, კასრაძე (58. ჯიქია) - მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, სამუშია (68. ბერიაშვილი) - ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, ა. ნინუა, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშენკო (89. სალუქვაძე), თოთაძე, გველესიანი, ლოჩოშილი - ქარდავა, ზარია - მიქელთაძე, ჩაკვეტაძე (68. პაპუნაშვილი), ლობჟანიძე - არაბული (84. კუცია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ხ. კვარაცხელია, ერგემლიძე, ბ. ქავთარაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილებები: მიშჩენკო (27), გველესიანი (54), თოთაძე (64), ჩაგელიშვილი (67)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
მატჩის სტენოგრამა
4' - საჯარიმოს ხაზთან ჩაგელიშვილმა ბურთი მარკოზაშვილს გაუთამაშა და კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარე ლიტოვჩენკო ადგილზე დაუხვდა.
8' - მასპინძლები გადარჩნენ: ლობჟანიძემ მოჭრილად დაარტყა და სამტრედიელები გოლისგან მეკარე მიგინეიშვილმა იხსნა.
13' - "სამტრედია" კიდევ ერთხელ გადარჩა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევა ბექა მიქელთაძემ გაამწვავა და საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ლობჟანიძემ მცველებს დაასწრო, მაგრამ სუსტად დაარტყა და მიგინეიშვილი ბურთს იოლად დაეუფლა.
39' - დათუნაიშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა მარკოზაშვილი, რომლის დარტყმა სუსტი გამოდგა და ბურთს ლიტოვჩენკო დაეუფლა.
40' - 0:1! თბილისელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, მარჯვენა ფრთიდან მიშჩენკომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, თოთაძემ კარში დარტყმა ვერ შეძლო, მაგრამ მიქელთაძეს დაუგდო, რომელსაც ლამის ბადე შემოეხა.
57' - ჩაკვეტაძემ მშვენიერი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ლობჟანიძე, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა და რეალური მომენტით ვერ ისარგებლა.
62' - სამტრედიელთა ხანგრძლივი იერიშის დაგვირგვინებას მჭედლიშვილი ცდილობდა, მაგრამ საჯარიმოს კუთხიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
69' - სანდოხაძის ჯარიმის შემდეგ ბურთი "დინამოს" კარის "ცხრიანისკენ" წავიდა, მაგრამ ლიტოვჩენკომ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
72' - "დინამოს" რეალური შანსი. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ბაჩანა არაბულმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლობჟანიძე, რომელმაც მიზანს ააცილა.
75' - 0:2! შეცვლაზე შესულმა პაპუნაშვილმა საჯარიმო ჩააწოდა, სადაც ლობჟანიძემ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
82' - ჯიქია საჯარიმოში მცველს გაექცა და მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ბურთი ლიტოვჩენკოს ნადავლი აღმოჩნდა.
90+4' - ჯიქიამ კიდევ ერთხელ სცადა კარის აღება, მაგრამ ლიტოვჩენკოს ვერც ამჯერად აჯობა.
ბომბარდირები
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 3
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2
ბ. არაბული (დინამო თბ) 2
გ. კოხრეიძე (საბურთალო) 2
გ. გაბედავა (ჩიხურა) 2
მომდევნო ტური
4 აპრილი
კოლხეთი-ლოკომოტივი
ტორპედო-დილა
5 აპრილი
დინამო (ბთ)-შუქურა
დინამო (თბ)-ჩიხურა
საბურთალო-სამტრედია.
ეროვნული ლიგა 2
IV ტური
გაგრა-რუსთავი 1:0
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0
ზუგდიდი-გურია 2:3
მეშახტე-სამგურალი 0:1
მერანი-სიონი 1:0
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მერანი 4 3 1 0 9-1 10
2. სიონი 4 3 0 1 5-2 9
3. გაგრა 4 2 1 1 5-2 7
4. ვიტ ჯორჯია 4 2 0 2 6-5 6
5. გურია 4 2 0 1 6-7 6
6. სამგურალი 4 2 0 2 5-6 6
7. რუსთავი 4 1 1 2 6-7 4
8. ცხინვალი 4 1 1 2 5-7 4
9. მეშახტე 4 1 1 2 4-9 4
10. ზუგდიდი 4 0 1 3 3-8 1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
დააბრუნეთ ზივზივაძე და შერგელაშვილი.
მოაცილეთ კლუბის მართვას ეს უფულო კერძო სტრუქტურა.
სასწრაფოდ გაასხვისეთ კლუბი.
შეწყვიტეთ გულშემატკივრების ნერვების წყვეტა და მათზე დაცინვა.
კლუბმა საშინაო მატჩებში 9 შესაძლებელიდან მხოლოდ 1 ქულა აიღო!კარდინალური ცვლილებებია საჭირო თუ ჯერ კიდევ ვინმე ფიქრობს რომ ამათმა უნდა შეინარჩუნონ ჩემპიონის ტიტული.
სირცხვილი კლუბის ხელმძღვანელობას.