13:20 03-04-2017
ჩიხურა-დინამო (ბთ) 0:1 - დაკარგული შანსი და რეაბილიტაცია [VIDEO]
AutoSharing Option
ხდება ხოლმე - ერთი გუნდი მეორეს აშკარად დაჯაბნის და თამაშის შედეგიც ეჭვს არ იწვევს. გუშინ ზესტაფონში ასე არ ყოფილა. თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო და მოიგო იმ გუნდმა, რომელიც უფრო ზუსტი და ცივსისხლიანი გახლდათ დამაგვირგვინებელ ფაზაში.
რა თქმა უნდა, ეს არ იყო ისეთი მატჩი, სადაც ყველაფერი ხელისგულზე დევს. "ჩიხურა" ორჯერ ითხოვდა 11-მეტრიანს და ერთ ეპიზოდში ისეთი შთაბეჭდილებაც შეიქმნა, რომ არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელით დასაჯა სტუმრები, მაგრამ მან თამაშის გაგრძელება ბრძანა და სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა მიხეილ სარდალიშვილს.
საყურადღებო იყო მეორე ეპიზოდი, როცა პენალტს ამჯერად უკვე გიორგი გაბედავა ითხოვდა, მაგრამ არბიტრი ამჯერადაც შეუვალი გახლდათ. მაგრამ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე უთუოდ დაგვეთანხმება, რომ მის გუნდს მხოლოდ ამის გამო არ წაუგია...
ზოგადად, ეს არ იყო "ჩიხურას" საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასპინძლებს საგოლე მომენტების უკეთ გამოყენება მართებდათ. გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელმა საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა.
ალბათ, არ შევცდებით, თუ საჩხერელთაგან ლაშა ჩიკვაიძეს გამოვარჩევთ. ყველაზე მეტად სწორედ ის ამწვავებდა თამაშს.
ჩავარდნას ვერ დავარქმევთ და, უნდა ვივარაუდოთ, რომ მცირე სასტარტო კრიზისი ბათუმის "დინამომ" სწორედ ამ შეხვედრაში დაძლია. ბათუმელთა გამარჯვებას შემთხვევითს ვერავინ უწოდებს. მართლაც, ცოტა მოულოდნელი იყო, ზღვისპირელებს არცთუ კარგი სტარტი რომ გამოუვიდათ, მაგრამ ფეხბურთში შემადგენლობისა და სამწვრთნელო შტაბის კვალიფიციურობა ყველაფერს ვერ წყვეტს.
არის კიდევ ბევრი ნიუანსი - თუნდაც, სავარჯიშო და სათამაშო მინდორი...
ზესტაფონში რომ მოეგო, "ჩიხურა" სათავეში ჩაუდგებოდა ეროვნულ ლიგას, თუმცა ამ მარცხის და ხელიდან გაშვებული შანსის მიუხედავად, "ჩიხურას" ჩამოწერა საჩემპიონო რბოლიდან ჯერ აზრადაც არავის მოუვა.
რაც შეეხება ბათუმის "დინამოს", "ჩრდილოვანი ფავორიტიო", რომ იტყვიან, სწორედ ასეთი გუნდია. ლევან ხომერიკის გაწვრთნილი გუნდისგან მიმდინარე ჩემპიონატში ყველაფერს უნდა ველოდეთ.
დაბოლოს, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ბათუმელთა ფანკლუბის შესანიშნავი ქომაგობა. ისინი მთელი 90 წუთის განმავლობაში დაუღალავად გულშემატკივრობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს და ბოლოს მათი წარმატებითაც გაიხარეს.
ეროვნული ლიგა. IV ტური
02.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
ჩიხურა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 თევდორაძე (59)
ჩიხურა (4-2-3-1): ჰამზიჩი - ჭელიძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - დობროლოვსკი, გორგიაშვილი - კორიფაძე (72. გეგეჭკორი), ივანიშვილი (61. სარდალიშვილი), გაბედავა - გელაშვილი (65. ტატანაშვილი).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, მირცხულავა, განუგრავა, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო (4-4-2): ტიმოფეევი - ფარტენაძე, გოგიტიძე, თარხნიშვილი, კვირკველია - ქავთარაძე (79. გორელიშვილი), თევდორაძე (60. შონია), სუხიაშვილი, ფონიავა (71. ფლამარიონი) - კენედი, კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, მგელაძე, ვარშანიძე, ქორიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (72), სარდალიშვილი (77), ტიმოფეევი (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
მატჩის სტენოგრამა
6' - კორიფაძე-გელაშვილის კომბინაციის შემდეგ გაბედავას ახლო მანძილიდან ვერ გააქვს.
12' - ჰამზიჩმა ვერ შეიმაგრა ბურთი, დამატებაზე კი ბათუმელთაგან ვერავინ იყოჩაღა.
16' - გელაშვილის თავური კარიდან მცველმა გამოიტანა.
21' - ჩიკვაიძის უმწვავესი ჩაწოდების შემდეგ კორიფაძემ თავურს სიზუსტე დააკლო.
26' - სუხიაშვილის ჩაწოდების შემდეგ კვასოვმა ვერ გაიტანა.
59' - 0:1! ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა გიორგი ქავთარაძემ, მეურვეები არ შეიმჩნია და დაბალი, გასწვრივი პასი გააკეთა მეკარის საჯარიმოსკენ, სადაც ბურთი ლევან კაკუბავას მოხვდა და მიუგორდა ვაკო თევდორაძეს, რომელმაც დაუცველ კარში გაიტანა.
81' - გეგეჭკორის დარტყმა კარს ასცდა.
83' - ტატანაშვილი საგოლე სიტუაციაში რჩებოდა, მაგრამ არბიტრმა თამაში შეაჩერა - შემტევს თამაშის წესების დარღვევა დაუფიქსირა.
ბომბარდირები
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 3
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2
ბ. არაბული (დინამო თბ) 2
გ. კოხრეიძე (საბურთალო) 2
გ. გაბედავა (ჩიხურა) 2
მომდევნო ტური
4 აპრილი
კოლხეთი-ლოკომოტივი
ტორპედო-დილა
5 აპრილი
დინამო (ბთ)-შუქურა
დინამო (თბ)-ჩიხურა
საბურთალო-სამტრედია
ეროვნული ლიგა 2
IV ტური
გაგრა-რუსთავი 1:0
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0
ზუგდიდი-გურია 2:3
მეშახტე-სამგურალი 0:1
მერანი-სიონი 1:0
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მერანი 4 3 1 0 9-1 10
2. სიონი 4 3 0 1 5-2 9
3. გაგრა 4 2 1 1 5-2 7
4. ვიტ ჯორჯია 4 2 0 2 6-5 6
5. გურია 4 2 0 1 6-7 6
6. სამგურალი 4 2 0 2 5-6 6
7. რუსთავი 4 1 1 2 6-7 4
8. ცხინვალი 4 1 1 2 5-7 4
9. მეშახტე 4 1 1 2 4-9 4
10. ზუგდიდი 4 0 1 3 3-8 1.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კაკაურიძემ სხვა თამაშს მიადევნა ეტყობა თვალი...
0
0
ჩიკვაიძემ დაღუპა გუშინ ჩიხურა, რაც გორგიმ და გაბემ პასები გაუკეთეს ერთიც ვერ ჩააწოდა.სტატიის ავტორს ეთყობა მაგარი გემოვნება აქვს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული