12:02 03-04-2017
დილა-საბურთალო 0:1 - პენალტი, თამაშგარე, ქოქოლა და დამსახურებული მოგება [VIDEO]
AutoSharing Option
აქედანაც ჩანს, რომ ყველაზე დიდი გასაჭირი გუნდს თავდასხმის ხაზში აქვს. ამიტომაც არის, რომ ტრავმირებული ირაკლი მოდებაძის დაბრუნებამდე გორელი გულშემატკივრები დღეეებს ითვლიან.
შაბათს ზივ არიემ სამი ფეხბურთელი მოსინჯა თავდასხმაში, სადაც ჯერ ლეონარდო ჰყავდა გამწესებული, მეორე ტაიმში კი, მისი შეცვლის შემდეგ, ცოტა ხნით წინ ლევან ნონიკაშვილმა გადაიწია წინ, მერე კი ტარავალე სალიუმაც მოსინჯა ეს პოზიცია. ნონიკაშვილი და ტარავალე გარკვეულ ხიფათსაც ქმნიდნენ, განსხვავებით ლეონარდოსგან, რომელსაც, ჯერჯერობით, უჭირს გამოკვეთილი ფორვარდის როლის შესრულება.
სტუმრები თავიდანვე თამამად მოქმედებდნენ და მასპინძლებს თამაშის სადავეების ხელში აღებისა და ბურთის ფლობაში უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ აძლევდნენ. პირველი ტაიმის შუაწელამდე უფრო პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობდა და ორივე გუნდის დაცვის ხაზში საიმედო მოქმედება იყო შესამჩნევი.
მასპინძელთაგან, მეტადრე შესვენებამდე, დავით კირკიტაძე აქტიურობდა, სტუმართა მხრიდან კი ყველაზე მეტი თავისტკივილი მეტოქეს ვაგნერ გონსალვეშმა გაუჩინა. სწრაფი და ტექნიკური ლეგიონერი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ხშირად აწუხებდა გორელებს და აკი ჯილდოდ გამარჯვების გოლის ავტორობაც ერგო...
ეს გოლი კი ტაიმის მიწურულს გავიდა. ზივ არიემაც შესვენების შემდეგ "დილა" კიდევ უფრო შემტევ ტაქტიკაზე გადართო. გორელებმა 3 მცველით დაიწყეს მეორე ტაიმი, რადგან შეტევაში დაემატათ კიდევ ერთი ბრაზილიელი - ლეანდრო, რომლის პასის შემდეგ ნონიკაშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა. "დილას" ახალგაზრდა შემტევი წაიქცა და მასპინძელმა პენალტი მოითხოვა.
ვიდეოგამეორებისას ჩანს, რომ მცველი ნონიკაშვილს ფეხზე ეხება, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა. ამას მოჰყვა მატჩის მიწურულს არჩათვლილი გოლიც და ტრადიციული ქოქოლა გასახდელისკენ მიმავალი მსაჯების მიმართ.
თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ "საბურთალომ" დაუმსახურებლად მოიგო. თბილისელმა ფეხბურთელებმა კარგად შეასრულეს მწვრთნელის დავალებები, თამამად ითამაშეს, გასატანი გაიტანეს და კარის "მშრალად" შენახვაც შეძლეს.
მეტიც - მეორე ტაიმში, როცა "დილა" დიდი ძალებით გადავიდა შეტევაზე და მწვრთნელმა მცველთა რაოდენობის შემცირების ხარჯზე მოიერიშეთა ხაზი გააძლიერა, რამდენჯერმე მეტად მწვავე კონტრშეტევა მიიღო და თბილისელებს უკეთ რომ ემოქმედათ, ერთი გოლით არ დაკმაყოფილდებოდნენ.
ასე იყო თუ ისე, "საბურთალომ", რომელსაც აქამდე გორში ქულაც არ ჰქონდა აღებული, "თენგიზ ბურჯანაძიდან" ერთბაშად 3 ქულა გააყოლა ხელს.
ეროვნული ლიგა. IV ტური
01.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 ვაგნერი (43)
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - გაგოშიძე (68. ტარავალე), ფოფხაძე (46. ლეანდრო), კვახაძე, ქარქუზაშვილი - კირკიტაძე, დერეტი, ძარია, წიქარიძე, ნონიკაშვილი - ლეონარდო (58. პაპავა).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ეტუ, რაზმაძე, აბუბაქარი.
მწვრთნელი: ზივ არიე
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - ტერა, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - არზიანი (62. ალთუნაშვილი), მამუჩაშვილი - ხარაიშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე (62. კოხრეიძე) - იმნაძე (79. ბიძინაშვილი).
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, სოფრომაძე, მალი, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ლაკვეხელიანი (35), ფოფხაძე (40), იმნაძე (61), გონსალვეში (77), ნონიკაშვილი (81), მარგველაშვილი (85)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
მატჩის სტენოგრამა
6' - შინდაგორიძის მიერ შორიდან დარტყმული მუჯრიშვილმა აიღო.
15' - საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთზე წიქარიძე ასწრებს მცველებს და თავით გზავნის კარისკენ, მაგრამ კუპატაძე ადგილზეა.
16' - ხარაიშვილს გრძელი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაჰყავს ვაგნერი, თუმცა ბრაზილიელი გატანას ვერ ახერხებს.
38' - ნონიკაშვილი პირისპირ გადის "საბურთალოს" მეკარესთან, თუმცა კუპატაძე მომენტის განეიტრალებას ახერხებს.
43' - 0:1! სწრაფი კონტრიერიშისას, არზიანის გრძელი გადაცემით, ვაგნერი თითქმის პირისპირ გადის მუჯრიშვილთან და შანსს ხელიდან არ უშვებს.
45' - არეულობა "საბურთალოს" კართან. ჯერ ლეონარდოს, მერე კი წიქარიძეს ჰქონდათ ახლო მანძილიდან გატანის საშუალება, მაგრამ ორივე ეპიზოდში სტუმართა მცველებმა ივარგეს.
65' - ლეანდრომ ფლანგზე მიიღო წიქარიძის პასი, გვერდი აუარა მეურვეებს და კარის სიახლოვეს მყოფ ნონიკაშვილს გადააწოდა, მაგრამ მცველებმა ვითარება განმუხტეს.
71' - ვაგნერმა კარგი საგოლე შანსი მისცა იმნაძეს, მაგრამ "დილა" კვახაძემ გადაარჩინა.
89' - გორელთა კონტრშეტევისას კვახაძეს თავურით გაჰყავს დასარტყმელ პოზიციაზე ტარავალე და გადის გოლი, მაგრამ არბიტრი თამაშგარე მდგომარეობას აფიქსირებს.
90+2' - ვაგნერის სახიფათო დარტყმულს მუჯრიშვილი იგერიებს.
ბომბარდირები
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 3
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2
ბ. არაბული (დინამო თბ) 2
გ. კოხრეიძე (საბურთალო) 2
გ. გაბედავა (ჩიხურა) 2.
მომდევნო ტური
4 აპრილი
კოლხეთი-ლოკომოტივი
ტორპედო-დილა
5 აპრილი
დინამო (ბთ)-შუქურა
დინამო (თბ)-ჩიხურა
საბურთალო-სამტრედია
ეროვნული ლიგა 2
IV ტური
გაგრა-რუსთავი 1:0
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0
ზუგდიდი-გურია 2:3
მეშახტე-სამგურალი 0:1
მერანი-სიონი 1:0
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მერანი 4 3 1 0 9-1 10
2. სიონი 4 3 0 1 5-2 9
3. გაგრა 4 2 1 1 5-2 7
4. ვიტ ჯორჯია 4 2 0 2 6-5 6
5. გურია 4 2 0 1 6-7 6
6. სამგურალი 4 2 0 2 5-6 6
7. რუსთავი 4 1 1 2 6-7 4
8. ცხინვალი 4 1 1 2 5-7 4
9. მეშახტე 4 1 1 2 4-9 4
10. ზუგდიდი 4 0 1 3 3-8 1.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
Damsaxurebulad ras noshavs gols ar utvlis penalts ar debs esaa tamashis mimoxilva?
0
0
საბურთალოს გვერდიდან არის ვიდეო და რანაირად დასდებდნენ საკამათო ეპიზოდებს
0
0
ბატონო ტარიელ კიდე რამდენი დაგვრჩა ვალი გორელებს.და კიდე ერთი საბურთალოს ჯოჯოხეთი გარანტირებული ექნება შემდეგ თამაშზე ბურჯანაძეზე მანამდე შეგიძლიათ ილოცოთ რო გადარჩეთ.არდამიბლოკოთ
0
0
რანაირი ვიდეო მიმოხილვაა ტექსტში ნახსენები არცერთი საკამათო მომენტი არაა ასახული
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული