"ჩელე არენაზე" ნომინალური მასპინძლის სტატუსით ბათუმის "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში პირველი გოლის ავტორი 39-ე წუთზე ვალერიან თევდორაძე გახდა. სტუმრებს 86-ე წუთზე ბორის ახამრაძე გაუძევეს. 90-ე წუთზე კი თეიმურაზ შონიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ტურის დანარჩენი მატჩები დღეს გაიმართება. 18:00 საათზე თბილისის "დინამო" საჩხერის "ჩიხურას" მიიღებს, ხოლო 20:00 საათზე კი "საბურთალო" "სამტრედიას" უმასპინძლებს.