ეროვნული ლიგა. V ტური: "საბურთალო" "სამტრედიასთან" დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა

AutoSharing Option
5 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" "სამტრედია" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მატჩის 27-ე წუთზე თავი ვაგნერ გონსალვესმა გამოიჩინა და ტაიმი საბურთალოელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 10 წუთში კი დავით ჩაგელიშვილმა მეორე გაიტანა და "სამტრედიას" 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 46-ე წუთიდან "საბურთალო" მოედანზე 10 კაცით დარჩა. ორი ყვითელი ბარათის გამო მსაჯმა მოედნიდან ელვინ ტერა გააძევა.

ამრიგად, "სამტრედიას" 7 ქულა
დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, "საბურთალო" კი 9 ქულით მეოთხეზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმსგავსოება და ანტიფეხბურთი...
Jango
23:24 05-04-2017
0

სიახლეები პოპულარული