[ექსკლუზივი] თბილისის "ამერის" აღდგენა ფინელ ინვესტორს სურს

AutoSharing Option
ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, თბილისის "ამერის" აღდგენით უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული.

2002 წელს დაარსებული ეს კლუბი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში 2003 წელს ჩაერთო, 2004-05 წლების სეზონში კი უმაღლესშიც აღზევდა. ამ სეზონის შემდეგ "ამერმა" ზედიზერ ორჯერ თასი მოიგო, მაგრამ შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო ჯერ პირველ ლიგაში დაქვეითდა, 2008-09 წლების სეზონში კი გუნდი სულაც დაიშალა.

მას შემდეგ 8 წელი გავიდა და როგორც შევიტყვეთ, არსებობს ხალხი, ვისაც აქვს პროექტი, თუ როგორ დააბრუნოს "ამერი" ქართული ფეხბურთის მწვერვალზე.
პროექტის მენეჯერი ემიგრანტი კახი გონენაშვილია, ინვესტორი კი - ფინელი.

გონენაშვილი 6 წლის ასაკიდან კოსტა რიკაში ცხოვრობს და ამ ქვეყნის საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ კარგად იცნობს. Sportall.ge ამ პროექტთან დაკავშირებით სწორედ მას ესაუბრა.

ვინ არიან ინვესტორები?
"ექვსი წლის ვიყავი, საქართველოდან კოსტა რიკაში რომ წავედი. მალე 30 წლის გავხდები და შეიძლება ითქვას, რომ კარიერა ამ ქვეყანაში ავიწყე. რაღაც პერიოდი იტალიაში ვიმუშავე, სამხრეთ ამერიკაშიც ვიყავი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. მწვრთნელის ლიცენზიაც მაქვს, ოღონდ მხოლოდ კლუბის გაწვრთნა შემიძლია, ნაკრების - არა. თუმცა დღეს ფეხბურთში სხვა კუთხით ვარ ჩართული.

საქართველოში 2012 წელს ჩამოვედი. ჯერ კიდევ მაშინ გვსურდა კარგი პროექტის განხორციელება, რომელიც რამდენიმე ადამიანს წარვუდგინე. პროექტის მიხედვით, რომელშიც ჩემთან ერთად ჩართულია ხუთი სხვადასხვა ქვეყნის: ფინეთის, კოსტა რიკის, შვედეთის, ჩილესა და მექსიკის წარმომადგენელი, საქართველოში აკადემიის დაფუძნება გვსურდა. მთავარი ინვესტორი ფინელია.

ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ აკადემიის დაფუძნების, მაგრამ პოლიტიკური საკითხების გამო ეს ვერ მოხერხდა. საქართველოში პოლიტიკა არასტაბილურია და ამას უცხოელები კარგი თვალით არ უყურებენ. ამიტომ გადავედით მეორე გეგმაზე...

გეგმა 2 - "ამერის" დაბრუნება
გეგმა მიზნად ერთ-ერთი ქართული კლუბის, თბილისის "ამერის" შესყიდვას ისახავს. ამაზე უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვესაუბრეთ. ის ძალიან კარგი ადამიანია და იდეამ დააინტერესა. მასაც აქვს ინტერესი. სფფ-ს ნამდვილად სურს ქართულ ფეხბურთში "ამერის" დაბრუნება.

რამდენიმე დღეში ჩვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი თბილისში ჩამოვა, კობიაშვილთან შეხვედრას გამართავს და სწორედ იმ შეხვედრიდან უნდა გავიგოთ, თუ რა სტატუსი აქვს დღეს "ამერს", რამდენია კლუბის დავალიანება, როგორ მუშაობდა კლუბის წინა ხელმძღვანელობა, რა პირობით შეიძლება მის სათავეში მოსვლა და ა.შ.

თუკი კლუბს დავალიანება სფფ-ის მიმართ აქვს, მზად ვართ, ნაწილ-ნაწილ გავისტუმროთ ის.

რატომ "ამერი" და არა რომელიმე მოქმედი კლუბი?
სამი მიზეზია. პირველ რიგში, სიმპათია! "ამერი" ძალიან საინტერესო პროექტი იყო, კლუბს გულშემატკივარი მრავლად ჰყავდა, სტადიონიც კარგი ჰქონდა და გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოინახა ამ პროექტის გაგრძელების გზა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ დღეს მოქმედ კლუბებს თავიანთი ადმინისტრაცია ჰყავთ. მოგვწონს ეს თუ არა, ასეა და ისინი თავიანთი გზით ვითარდებიან.

მესამე კი ისაა, რომ არ გვსურს კიდევ ერთი ახალი კლუბის შექმნა თბილისში, სადაც ისედაც ბევრი კლუბია. მით უმეტეს, რომ არის პერსპექტიული კლუბი, რომელსაც სათავეში არავინ უდგას და გვირჩევნია, მას მივხედოთ.

სხვა კლუბი რომ შევქმნათ და "ამერი" დავარქვათ, არ იქნება კარგი. ფერებსაც ვერ შევინარჩუნებთ. ამ ეტაპზე გვსურს, კარგად გავერკვიოთ ამ კლუბის დღევანდელობაში. ინვესტორებს კი ძალიან უნდათ მისი შესყიდვა.

როდის და რატომ დაინტერესდნენ ინვესტორები ქართული ფეხბურთით?
პოტენციურმა ინვესტორებმა რამდენიმე წლის წინ ქართული კლუბების გამოსვლა ნახეს ევროასპარეზზე. მოეწონათ ალექს გარსიას გაწვრთნილი თბილისის "დინამო" და გია გეგუჩაძის - "ზესტაფონი". შემდეგ ანალიზის გაკეთება გადაწყვეტეს იმის დასადგენად, თუ რატომ ვერ ხვდებიან ქართული კლუბები ევროტურნირებზე და ამისთვის საქართველოშიც ჩამოვიდნენ, მატჩებს დაესწრნენ.

დაასკვნეს, რომ ქართულ კლუბებში ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემებია. ნახეს, რომ უკონკურენტო ჩემპიონატია.

მათ გადაწყვიტეს "ამერის" შესყიდვა და მისი თანამედროვე, ძლიერ კლუბად გადაქცევა. 5-6 ლეგიონერის ჩამოყვანაც უნდათ. საჭირო იქნება სტადიონის რეკონსტრუქციაც. ვიცით, რომ ეს ყველაფერი ძვირი დაჯდება, მაგრამ ფული არაა მთავარი პრობლემა.

მთავარია, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. ინვესტორებს არ სურთ პოლიტიკური ჩარევები. ეს თუ ნახეს, ერთ ლარსაც არ ჩადებენ, სხვა შემთხვევაში კი, "ამერს" იმდენს მოახმარებენ, რამდენიც საჭირო იქნება.

სააგენტო, რომელიც ქართულ კლუბებს ფეხბურთელს სთავაზობს
აქ სააგენტო გვაქვს - Professional Soccer Players. მერწმუნეთ, მართლა ძლიერი ფეხბურთელები გვყავს ცენტრალური, ჩრდილო ამერიკიდან და მათ ტრანსფერებს ვახორციელებთ. ამ ფეხბურთელებით ჰოლანდიის, ბელგიის, პორტუგალიის ჩემპიონატების კლუბები ინტერესდებიან. მათი უმეტესი ნაწილი თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშობს.

ქართველი ვარ და მინდა, რამდენიმე საქართველოში ჩამოვიყვანო, ეგებ ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყონ. რამდენიმე ქართულ კლუბს მივწერე, მაგრამ არავინ მიპასუხა. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც, ვთქვათ, ჰონდურასის ნაკრებში მუდმივად თამაშობს, მონაწილეობს ოლიმპიადაზე, მსოფლიოს ჩემპიონატებზეც, ის საქართველოს ჩემპიონატს აუცილებლად გამოადგება.

ერთ-ერთი ჩვენი ფეხბურთელი ახლახან ამსტერდამის "აიაქსში" გადადიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ბოლოს ჩაიშალა. 17 წლის ბიჭია და სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

თუ რომელიმე ქართული კლუბიდან იქნება დაინტერესება, სიამოვნებით შევუწყობთ ხელს ასეთი ფეხბურთელების შეძენაში".
მკითხველის კომენტარები / 21 /
და ევრო ტურნირებში არ გაიყვანოს
kako
02 მაისი 2017 11:27
0
რა ამერი,ზესტაფონია აღსადგენი ჯერ
zesta
18 აპრილი 2017 17:25
0
იმედია ფედერაციაში აღარ არიან ...მესვეურები ადრე რომ იყვნენ არველაძის დროს...და ამ საქმეს თუ დასჭირდა შეღავათებიც უნდა მისცენ .
giorgi
15 აპრილი 2017 14:16
0
თბილისში არ გვინდა გუდის გაკეთებაო რა გლდანი რის გლდანი?
anzorika-s
15 აპრილი 2017 14:15
0
კაია თუ რამე კარგი საქმე დატრიალდება მაგრამ მაინ მგონია რომ სურვილების დონეზე ვართ თორე ბრაზილია-რუსტავის კომბინაციაც გვახსოვს და პერუ-ლოკომოტივი ხეირი მე არ მასოვს
amer-imeri
08 აპრილი 2017 19:48
0
მოდერატორ , შენ ისევ გართულება გაქვს ჩემს პოსტებთან? მგონი მიზანმიმარტულ კამპანიას ეწევი და ფრთხილად იყავი,ე მანდ ცოტა ტვინიც ჩართე.
Jango
08 აპრილი 2017 11:00
0
ჩემი ოცნებაა კლუბის ყოლა მაგრამ ვაი რომ ასე ადვილი არ არის კლუბის მართვა.თუნდაც საქართველოში. ამერი თუ აღდგება მაგარი იქნება,ჯერ მარტო ჰერტასთან ნათამაშები 2-2 რად ღირს. უნდა იყოს ყველა უბანში ერთი კლუბი სამოყვარულო და ითამაშონ ჩემპიონატი.უბანთაშორისი ან რაიმე მაგდაგვარი. წარმოიდგინეთ ვაზისუბანი,ვარკეთილი ,ვაკე , გლდანი, რომელი უბნებიც ახლო ახლო არიან ერთობლივ გუნდს შექმნიან და ა.შ.
luk
08 აპრილი 2017 00:23
0
არცერთი სახელმწოფო კლუბის მართველი არ არის დაინტერესებული გუნდში პატიოსანი ინვესტორის მისვლით.
კერძო კლუბებს კი ყველას თავისი "დღის წესრიგი" აქვთ.
მეც ვარ (ვიყავი) დაინტერესებული კლუბის აყვანით, მაგრამ არ გამოვიდა.
თუ მართლა გაინტერესებს საფეხბურთო კლუბში ინვესტირება,იქნებ გაგვესაუბრა...
Unity - Jango s
07 აპრილი 2017 22:39
0
მე მინახია კოსტა-რიკის ჩემპიონატის თამაში და ურიგო გუნდები არ ჰყავთ,საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და ჯანზეც არიან.აი რამდენად წამოვლენ საქართველის ჩემპიონატში სათამაშოდ ეგ საკითხავია აი ნაკრები ურიგო ნამდვილად არ ჰყავთ.
კახა ქირია
07 აპრილი 2017 20:07
0
კარგია ამერის დაბრუნება იქნებ ახალ საფეხბურთო კლუბ სამაჩაბლოს მივხედოდ.სადაც მთელი დევნილების ჯარი არის.ეგ ცხინვალი და ლიახვი .სულ ტყვილა არსებობს.მარტო მთავრობის ფულს ჭამენ არც ბავშვებს ზდიან არც ინფრასტრუკტურა აქვთ. აზრი მაგით არსებობისა.მივმართავ ფედერაციას მიხედოს ნამდვილ დევნილებს სამაჩაბლოს გუნდს და სკოლას.დანარჩენები ნუ ვაჭრობენ დევნილების სახელით.

ნოდი
07 აპრილი 2017 19:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული