ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

გამოცემამ ტურის მწვრთნელებად "სამტრედიის" თავკაცი გია ცეცაძე და თბილისის "ლოკომოტივის" დამრიგებელი გიორგი დევდარიანი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ დევდარიანი მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეორედ დასახელდა ტურის მწვრთნელად.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედიამ" ბოლო ტურში "საბურთალოს" ანგარიშით 2:1 მოუგო, ხოლო "ლოკომოტივმა" "კოლხეთს" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელით "ლოკომოტივია" წარმოდგენილი. 2-2 ფეხბურთელია "სამტრედიიდან" და "დილადან", ხოლო თბილისის "დინამოდან", ბათუმის "დინამოდან" და ქუთაისის "ტორპედოდან" -
თითო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეჰ ეს ბიჭები შემეკრებინა ერთად და დავანგრევ ბარსელონას :)
reali
16:13 07-04-2017
0
თქვენ თუ ყველა თამაშს უყურებდეთ თავი მომაჭერით ტორპედო დილას ნაღდად არ გიყურებიათ თორემ ლეანდრინიო ყველაზე ცუდი იყო. მუჯრიშვილის დამსახურებაა ქულა რომ აიღო გუნდმა. დაცვაში კიდე უბილავა უფრო იმსახურებდა ვიდრე ქიმაძე. ღონღაძეს მაგივრად მჭედლიშვილი უნდა იყოს და რეხვიაშვილის მაგივრად კვირკველია. სიმბოლურში უნდა იყოს ჩაკვეტაძეც და მარკოზაშვილიც
avto
12:04 07-04-2017
0

სიახლეები პოპულარული