ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც

AutoSharing Option
გრძელდება საგაზაფხულო მარათონი. ამ ტურის მატჩები ერონული ლიგის გუნდებისათვის მესამე უნდა იყოს რვა დღის განმავლობაში! ამიტომაც უნდა იყოს მეტად და მეტად აქტუალური თითოეული გუნდისათვის გრძელი სათადარიგოთა სკამის ფაქტორი.

ანუ, ნებისმიერ მწვრთნელს უპრობლემოდ (გნებავთ - უმტკივნეულოდ) უნდა შეეძლოს თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში როტაციის მოხდენა. თუმცა, XXIX ჩემპიონატში ხომ ისედაც ვერაფერს იწინასწარმეტყველებ: ფაქტობრივად, ყველა ტურში, სულ მცირე, ორი-სამი მოულოდნელი შედეგი ფიქსირდება!

ასეთი არაპროგნოზირებადი ჩემპიონატის პირობებში კი ისიც აღარ უნდა გვიკვირდეს, ფაქტობრივად, ყოველი ტურის მერე რომ იცვლება ლიდერი და საერთოდაც, უკვე აზრს კარგავს
ამა თუ იმ მატჩის წინ კონკრეტული გუნდისათვის უპირატესობის მინიჭება.

დაახლოებით კი არა, ზუსტად ასეთი სიტუაციაა VI ტურის წინაც, სადაც ხუთივე მატჩი დიდ ინტრიგას გვპირდება და სადაც, ვერც ერთ მატჩში ვერ მოძებნით წყვილის ფავორიტს!

მოკლედ, ეროვნული ლიგის სტარტიდან ერთი თვის შემდეგ, უკვე ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დონე, ფაქტობრივად, გათანაბრებულია!..

შუქურა-ლოკომოტივი
იმის მიუხედავად, რომ "შუქურა" და "ლოკომოტივი" ცხრილის საპირისპირო "პოლუსზე" იმყოფებიან, მაინც ძნელი იქნება ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობის "გამოცნობა". შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი მოუგებელი გუნდი "შუქურაა", ხოლო "ლოკომოტივი" აბსოლუტურად დამსახურებულად ლიდერობს ჩემპიონატს!

აღსანიშნავია, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი ამ ოთხი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორე საგარეო მატჩს ჩაატარებს და საინტერესოა, ამჯერადაც წარმატებული იქნება თუ არა.

წინა მატჩი კი მართლაც გამორჩეულად წარმატებული გამოდგა როგორც მთლიანად გუნდისათვის, ასევე ცალკეული ფეხბურთელებისათვის: 26 წლის ირაკლი სიხარულიძემ ამ სეზონში უკვე მეორე "დუბლი" შეასრულა, 22 წლის მამია გავაშელიშვილმა კი უმაღლეს ლიგაში სულაც სადებიუტო ჰეთ თრიკი შეასრულა.

სხვათა შორის, ტრავმების გამო "ლოკომოტივს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია, თუმცა "მატებაც" არის: თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის მერე გამოჩნდა 19 წლის ნიჭიერი შემტევი ვატო არველაძე, ამ მართლაც საფეხბურთო დინასტიის ღირსეული გამგრძელებელი...

საკადრო პრობლემები კი "შუქურას" აქვს, თუ აქვს: გია გურულის გუნდს ხომ ფაქტობრივად, არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ოპტიმალური შემადგენლობით და ასე იქნება ეროვნული ლიგის ლიდერთან დაპირისპირებაშიც.

დილა-კოლხეთი
არანაკლებ ინტერესს იწვევს შაბათის მეორე მატჩიც, სადაც ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს ეროვნული ლიგის ყველაზე "უცნაური" გუნდები! ებრაელი მწვრთნელის, ზივ არიეს, ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილა" კვლავაც პირველი "საშინაო" გამარჯვების მოლოდინშია, გელა სანაიას დამოძღვრილი "კოლხეთისაგან" კი მართლაც აღარაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს!

თავად განსაჯეთ: "კოლხეთი" გატანილი გოლების რაოდენობითაც ერთ-ერთი საუკეთესოა ეროვნულ ლიგაში და გაშვებული გოლებითაც მხოლოდ "შუქურას" ჩამორჩება! სხვათა შორის, "კოლხეთსა" და "შუქურას" შორის კიდევ ერთი, ოღონდ, არცთუ სასიამოვნო პარალელის გავლებაც შეიძლება: ამ ორივე გუნდის ფეხბურთელები აშკარად "ნორმაზე მეტჯერ" იღებენ წითელ ბარათებს...

ამ წყვილის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში საინტერესო დეტალზეც უნდა ვთქვათ: ბოლო 15 მატჩია, "დილას" არ წაუგია "კოლხეთთან" საჩემპიონატო დაპირისპირება. ეგ კი არა, ფოთელთა გუნდმა უკანასკნელად 2005 წელს დაამარცხა "დილა".

ეს მატჩი ზესტაფონში ტარდება, რადგან გორის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება: მოგეხსენებათ, რომ ამ ზაფხულს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უნდა უმასპინძლოს და "თენგიზ ბურჯანაძე" სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირს.

ეროვნული ლიგა. VI ტური
8 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
შუქურა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =2 -1, 3-3
დისკვალიფიკაცია
ბორის მახარაძე, შერმადინ ართმელაძე (შუქურა) - დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი)

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 16:00
დილა-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
58: +22 =7 -19, 49-54
დისკვალიფიკაცია
გიორგი ბუხაიძე (კოლხეთი)

9 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
სამტრედია-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
32: +9 =6 -17, 32-60

ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
50: +7 =8 -35, 44-104
დისკვალიფიკაცია
ლაშა თოთაძე (დინამო თბ)

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 20:00
ჩიხურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 3:3
დისკვალიფიკაცია
ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა) - ელვინ ტერა (საბურთალო)

ბომბადირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 4
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 3
გ. ჯანელიძე (ჩიხურა) 3
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაცვლა არა, გამოცვლა)))
ვაი რა გეშველებათ...
xorxe
08 აპრილი 2017 13:54
0
araprognozirebadi kiara tamashebis gacvla midis da es sagangashoa.. es gamoiwvia yvela qartuli totalizatori ro tamashobs saqartvelos chempionats...
fifa
08 აპრილი 2017 12:47
0
ჩელე არენა ზე არ იქნება ლოკოს თამაში
ალექსანდრე
08 აპრილი 2017 11:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული