ეროვნული ლიგა. VII ტურის წინ: ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში

AutoSharing Option
დღეს, 12 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტური ერთი მატჩით გაიხსნება, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის "დილას" უმასპინძლებს.

ტურის კიდევ ოთხი შეხვედრა 13 აპრილს ჩატარდება.

ლოკომოტივი-დილა
ჩემპიონატის ლიდერი რომ უპირისპირდება ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს, ასეთ შემთხვევაში, ფავორიტის სტატუსიც, რაღა თქმა უნდა, სწორედაც ლიდერს უნდა ჰქონდეს! მით უფრო, რომ "ლოკომოტივი" ამ ტურს სამმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, მაშინ, როცა "დილამ" თავისი პირველი (და, ამასთან - უკანასკნელი) მატჩი თითქმის ერთი თვის წინ მოიგო.

ნურც ის დაგვავიწყდება,
რომ ეროვნულ ლიგაში ყველაზე შედეგიანი გუნდი "ლოკომოტივია", მაშინ, როცა "დილას" (ისე, როგორც - "სამტრედიას") ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი. თუმცა, უკვე რამდენჯერ აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მიმდინარე სეზონში პროგნოზის გაკეთება, ფაქტობრივად, ნებისმიერი მატჩის წინ კარგავს აზრს!

არადა, ერთი შეხედვით, მასპინძელთა შანსები ბევრად მეტი უნდა იყოს: გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" ხომ ბოლო ორი გასვლითი მატჩი ერთნაირი და, რაც მთავარია, შთამბეჭდავი ანგარიშით (5:0) მოიგო.

ჰოდა, როგორ გინდა ასეთი "ტემპაკრეფილი" გუნდის შეჩერება, მით უფრო, რომ "დილას" თავკაცი, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ერთადერთი უცხოელი სპეციალისტი ივ ზარიე (ისრაელი) კვლავაც ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესშია.

სხვათა შორის, რაც სეზონი დაიწყო, "დილას" ძირითადი შემადგენლობა, ფაქტობრივად, ყველა მატჩში იცვლება და დიდი ალბათობით, წინა ტურის მატჩისგან განსხვავებით, გორელთა გუნდში ამჯერადაც რამდენიმე გადაადგილება უნდა ვიხილოთ.

სხვა საქმეა, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ძირითადი შემადგენლობის უკვე ტრადიციად ქცეული ეს როტაცია და ეს ყველაფერი უშუალოდ მატჩის მსვლელობისას გაირკვევა.

თუმცა, ლიდერისა და ერთ-ერთი აუტსაიდერის მატჩს სხვა ინტრიგაც ახლავს: მართლაც საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მასპინძელთა ფორვარდები, ირაკლი სიხარულიძე და მამია გავაშელიშვილი თავიანთი შთამბეჭდავი შედეგიანი სერიის გაგრძელებას: პირველმა მათგანმა ბოლო ორ ტურში ზედიზედ ორი "დუბლი" შეასრულა, მეორემ კი - ჰეთ-თრიკი და "დუბლი"!..

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. VII ტური
12 აპრილი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:00
ლოკომოტივი-დილა
ურთიერთშეხვედრები
25: +14 =7 -4, 34-14
დისკვალიფიკაცია
რომარიკ ეტუ (დილა)

13 აპრილი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
კოლხეთი-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
33: +16 =8 -9, 52-33
დისკვალიფიკაცია
გიორგი ბუხაიძე (კოლხეთი)

თბილისი. "დინამო არენა". 16:00
დინამო (თბ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +5 =1 -0, 13-2

თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
საბურთალო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 3-4
დისკვალიფიკაცია
თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 20:00
ტორპედო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
14: +3 =5 -6, 13:19
დისკვალიფიკაცია
შოთა კაშია (ჩიხურა).

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგი ქუთაისელი

რა ვთქვი არასწორი?
ფრინავდა დღეს ლოკომოტივი?
თუ მატჩი მოიგო?
დამთავრდა მათი ტრენდი
22-ში კი გასვლა სამტრედიაში აქვთ,არა მგონია იქედან 3 კი არა 1 ქულაც წამოიღონ.
Jango
23:08 12-04-2017
0
კარგი რა გია , რეებს წერს.
ლოკომიტივის ეს ფრენა იგივეა რაც ახალგადმოსული "მერანი"-ს ფრენა იყო და მერე უცბად მიუჩინეს ადგილი.
დილასთან თუ არა შემდეგ მეტოქესთან დაეწყება ლოკოს გრძელვადიანი წარუმატებელი სერია, ეს როგორც კანონი და აქსიომა გამოწერილია მათთვის.
Jango
13:14 12-04-2017
0

სიახლეები პოპულარული