ეროვნული ლიგა. VIII ტური: "სამტრედია" და "ლოკომოტივი" დაზავდნენ

AutoSharing Option
22 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VIII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა.

დღესვე მოგვიანებით ბათუმის "დინამო" ქობულეთში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, ტური კი 23 აპრილს, "დინამო არენაზე" გასამართი თბილისური დერბით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ VIII ტური 21 აპრილს გამართული ორი მატჩით გაიხსნა. ქობულეთში "შუქურა" და "დილამ" უგოლოდ ითამაშეს, საჩხერის "ჩიხურამ" კი ზესტაფონში ფოთის "კოლხეთს" ანგარიშით 3:1 მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სამტერდიის ახალწვეულებო,ბიჭებო,კაცურად რა არ გეწყინოთ,მაგრამ ვინაც ამ წელს მოდით სამტრედიაში,ხომ ხედავთ რომ საერთოდ ვერ მოერგეთ კლუბს,ვერაფერს ქმნით,შემთხვევით გაგაქვთ უცნაური რამდენიმე ცალი გოლი. იქნებ დროა დაფიქრდეთ რომ ამ კლუბში ვერ მოერგეთ და სხვაგან უნდა მოსინჯოთ ძალები? დაფიქრდით კარგად.
სამტრედიაში უკევ მაყურებელიც დააფრთხეთ,სტადიონზე არ დადის ხალხი,ასე ცოტა როდის დადიოდა ბოლოს არც კი გვახსოვს.
ალბათ უპრიანი იქნება თუკი დარჩენილი ტრიბუნების ნახევარსაც მოჭრიან და ჯართში ჩააბარებენ,მაინც 500-600 კაცზე მეტი არ დადის და რისი 10 000 იანი კალაძის მიერ გაცხადებული სტადიონის მშენებლობაზეა საუბარი?
Jango
17:22 22-04-2017
0
axlebi nulia eseni ver moumateben hansi ara sircxvilia ukve ra golis dadzaxeba mogvanatres sakutar moedanze amas menejmenti ar uyurebs droze uhvelet am gunds tore ara gamoricxuli ase tu gagrdzelda gasavardnhi agmovhdet
goli
19:16 22-04-2017
0

სიახლეები პოპულარული