ეროვნული ლიგა. IX ტური: ისევ 5:0, ისევ სიხარულიძე და გავაშელიშვილი!

AutoSharing Option
29 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის IX ტურის სასტარტო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივმა" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და  მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-14 წუთზე მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. მეორედ საჩხერელთა კარში დავით უბილავამ 71-ე წუთზე გაიტანა, ამის შემდეგ კი სამწუთიან მონაკვეთში "რკინიგზელთა" კიდევ ერთმა ბომბარდირმა - მამია გავაშელიშვილმა შეძლო დუბლის გაფორმება (75-ე და 78-ე წუთები). ცოტა ხანში დუბლი უკვე სიხარულიძემ შეასრულა - 85-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შედეგად, მიმდინარე ჩემპიონატში ბომბარდირთა
დავას სიხარულიძე 10 გოლით ლიდერობს, კვალში კი მას 8 გოლით თანაგუნდელი გავაშელიშვილი უდგას.

"ჩიხურასთან" გამარჯვებით "ლოკომოტივმა" 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დამატებითი მაჩვენებლით გალიდერდა. ამდენივე ქულა, ოღონდ თამაშით ნაკლები აქვს თბილისის "დინამოს". აღსანიშნავია, რომ "რკინიგზელებმა" მიმდინარე ჩემპიონატში ამ ანგარიშით უკვე მესამედ მოიგეს.

დღესვე მოგვიანებით, 20:00 სთ-ზე დაიწყება "საბურთალოსა" და "შუქურას" შეხვედრა, ტურის დანარჩენი მატჩები კი 30 აპრილს ჩატარდება.

ეროვნული ლიგა. IX ტური
29 აპრილი
ლოკომოტივი-ჩიხურა 1:0
გოლები: 1:0 სიხარულიძე (14), 2:0 დავით უბილავა, 3:0, 4:0 მამია გავაშელიშვილი (75, 78), 5:0 სიხარულიძე (85).
გაძევება: ნიკოლოზ გელაშვილი (43, ჩიხურა).

თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
საბურთალო-შუქურა

30 აპრილი
ქობულეთი. ჩელე არენა. 13:30
კოლხეთი-დინამო (ბთ)

გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:30
დილა-სამტრედია

ქუთაისი. რამაზ შენგელია. 17:30 LIVE I არხზე
ტორპედო-დინამო (თბ).
მკითხველის კომენტარები / 7 /
სურატთზე რა მოაჯირები ჩანს სასაფლაოზე იყო თამაში?
Giorgi567
30 აპრილი 2017 23:21
0
ვერ მიხვდი?მცნება ის არი რომ 5-ით 0-ი წავაგეთ.მცნება კიდევ ის არის რეხვო ნაკრების კანდიდატია და ჩვენთან აღარ არის.როცა ვაისი ესწრება თამაშს სისიკო უცნაურ შემადგენლობას აყენებს და კიდევ უფრო უცნაურ ცვლილებებს ამატებს.როცა მოურინიომ,გვარდიოლამ და სხვებმა ამოწურეს თავის თავი გუნდიდან წავიდნენ ან გაუშვეს, სოსიკოს კი ერთი პრინციპული მათჩიც არ მოუგია ამ ჩემპიონატში.თუ ივლი სტადიონზე კითხვები არ გაგიჩნდება,ყველაფერს იქვე გაარკვევ.
s.p-ს
29 აპრილი 2017 22:25
0
საბჭოთა დინამო-ლოკომოტივს ვერ გავცდით, როდის ეღირსება გაქართულება???
afxazi
29 აპრილი 2017 22:22
0
"ლოკო" თამაშიდან თამაშამდე უმატებს... Gავაშელიშვილიც ბოლომდე ათამაშდა. რეხVიაშვილი კი, უკვე ნაკრების კანდიდატია... ფაქტია, მუშაობას შედეგი მოაქვს.
tngh
29 აპრილი 2017 22:03
0
hixurski-s.bidzinas gundi da miukerdzoebuli mcvrtneli ra mcnebaa???
axla agar gindat cocikona?
S.P
29 აპრილი 2017 21:40
0
ვაისი ესწრებოდა თამაშს და ფრუიძემ თავის ბიჭები აჩვენა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.დროა წავიდეს და დაისვენოს.ბიძინას გუნდს უკეთესი და მიუკერძოებული მწრთვნელი ეკუთვნის.დროზე სანამ გუნდში სიტუაცია უკონტროლო გამხდარა.
chixurski
29 აპრილი 2017 20:30
0
აი ბომბარდირი,აი ბიჭი.
ამ ბიჭმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა სამტრედიას ხელმძღვანელობის უგუნურობა და არაპროფესიონალიზმი.თუ ვინმე კარგი იყო ყველა რომ გააქციეს გუნდიდან.
წინ ლოკო,წარმატებები,მართლაც რომ კარგად თამაშობთ,სამეულში მოხვედრის ღირსი ნამდვილად ხართ.
jarji22
29 აპრილი 2017 20:16
0

სიახლეები პოპულარული