- ეროვნული ლიგა. IX ტური: ისევ 5:0, ისევ სიხარულიძე და გავაშელიშვილი!
"საბურთალომ" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 5:0 მოუგო.
ანგარიში 27-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ გახსნა. 52-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 77-ე და 88-ე წუთებზე თავისი გოლები ვაგნერ გონსალვესმა და სანდრო ალთუნაშვილმაც გაიტანეს, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე ნიკოლოზ მალიმ დააფიქსირა.
"საბურთალოს" ამ გამარჯვებით 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცრილში მესამეზეა, "შუქურა"