ეროვნული ლიგა. პრემიალურები: ვინ რამდენი გამოიმუშავა I წრეში

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ Sportall.ge-მ გადაწყვიტა, დაეანგარიშებინა ის პრემიალური თანხები, რომელიც კლუბებმა 9 ტურის შემდეგ უნდა მიიღონ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირისგან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ლიგის კლუბი მოგებაში 20 000 ლარს მიიღებს, შესაბამისად, ქულა დაახლოებით 6 600 ლარად ფასობს.

- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი თბილისის "დინამომ" გამოიმუშავა. თბილისელებმა პირველ წრეში 7 მატჩი მოიგეს, რაც ნებისმიერ სხვა გუნდზე მეტია - 140 000 ლარი. ყველაზე
მცირე თანხა კი ქობულეთის "შუქურას" ერგება - 19 800.

კლუბის მიერ გამომუშავებული თანხები (ლარში):
1. თბილისის "დინამო" - 140 000 (7 მოგება);
2. თბილისის "ლოკომოტივი" - 119 800 (5 მოგება, 3 ფრე);
3. "საბურთალო" - 100 000 (5 მოგება);
4. ქუთაისის "ტორპედო" - 99 800 (4 მოგება, 3 ფრე);
5. "სამტრედია" - 93 200 (4 მოგება, 2 ფრე);
6. საჩხერის "ჩიხურა" - 86 600 (4 მოგება, 1 ფრე);
7. ბათუმის "დინამო" - 80 000 (4 მოგება);
8. გორის "დილა" - 53 000 (1 მოგება, 5 ფრე);
9. ფოთის "კოლხეთი" - 46 600 (2 მოგება, 1 ფრე);
10. ქობულეთის "შუქურა" - 19 800 (3 ფრე).
მკითხველის კომენტარები / 11 /
kargi batono mivesalmebit saxelmcifosgan am nabijs.magram es 5 cliani programa uceb haivlis mere ras vhvebit? ratom ar xdeba paralelurad investoris modzieba?
gamecit vinmem pasuxi.
0
დაავადების სიმპტომის დამალვა ან დროებით „დაძინება“ არ ნიშნავს განკურნებას!

1,2,3,5,8...
23:21 08-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული