12:36 08-05-2017
კოლხეთი-დინამო(თბ) 0:3 - ლიდერს ერთი ტაიმიც ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
ფოთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სანამ შეეძლოთ, პირველ ტაიმში, ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ფეხბურთში თავს ზემოთ ძალა არ არის. საწყენი იყო, გელა სანაიას მალევე რომ მოუწია იძულებითი შეცვლის გაკეთება. დაშავდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ერიკ უმა ოტიენო - კენიის ნაკრების მცველმა ძველი ტრავმა გაიმიზეზა...
იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა კახა კაჭარავასაც. მატჩის დასაწყისშივე, მას შემდეგ, რაც მიკოლა კოვტალიუკის "მაკრატელას" გადაეფარა, გიორგი გველესიანმა სახის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მინდორზე გიორგი პაპუნაშვილი შევიდა და ნახევარდაცვაში დადგა, ლაშა თოთაძემ დაცვის მარცხენა ფლანგიდან ცენტრში გადაიწია, დაცვაში მარცხნივ კი აქამდე ნახევარდაცვაში გამწესებულმა გიორგი თევზაძემ გადაიწია. აქვე ვთქვათ, რომ "დინამოს" ბაქარ ქარდავა და საბა ლობჟანიძე აკლდნენ.
პირველი ტაიმისა და ზოგადად, მთელი მატჩის განმავლობაში ფოთელი ქომაგი არაერთხელ შემოსწყრა არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას. ალბათ, მათი გულისწყრომის მთავარი მიზეზი თამაზ ჟიშკარიანის გაძევება იყო. ჩვენი აზრით, საქმე გვქონდა "ბოლო იმედის" ჯარიმასთან და ვადაჭკორია სწორად მოიქცა, როცა პირდაპირ წითელი ბარათით დასაჯა ფოთელთა ფეხბურთელი. ასეც რომ არ ყოფილიყო, ჟიშკარიანს იმ მომენტში უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და მას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაეტოვებინა მოედანი.
საბოლოო ჯამში, "დინამომ" ორი ბურთით მოიგო პირველი ტაიმი. ბექა მიქელთაძემ და გიორგი ზარიამ გოლებით საწყის 45 წუთშივე ძალიან ბევრი რამ გაარკვიეს. ჩანდა, რომ "კოლხეთს" მხოლოდ სასწაული გადაარჩენდა.
სასწაული არ მოხდა. ტაიმის დასაწყისში "დინამომ" მესამე გაიტანა. ფოთელთა მეკარე სტეფან სიკაჩმა ერთხელაც ითამაშა შესანიშნავად, მაგრამ ბაჩანა არაბულმა მეორე საგოლე პასი მიითვალა და ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანინა.
ტაიმის ბოლომდე "დინამომ" უარი თქვა მოვლენების ფორსირებაზე და მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე.
მატჩის სტენოგრამა
15' - მიკოლა კოვტალიუკი "მაკრატელა" დარტყმით ცდილობდა გატანას და ფეხი სახეში მოარტყა იუბილარ გიორგი გველესიანს, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო, გველესიანი კი შესაცვლელი გახდა.
17' - ბექა მიქელთაძის პასის შემდეგ ბაჩანა არაბულმა ბურთს ფეხი ვერ მოარტყა.
19' - მიქელთაძის დარტყმის შემდეგ სტეფან სიკაჩმა "კოლხეთი" გადაარჩინა.
23' - კოვტალიუკს დინამოელმა მცველებმა არ დაარტყმევინეს.
27' - ვლადიმირ კორობკამ ფოთელთა კონტრშეტევა კარში არაზუსტი დარტყმით დაასრულა, არადა, დაფეს მისამართით პასი უნდა გაეკეთებინა.
31' - გიორგი პაპუნაშვილის პასის შემდეგ არაბული მეკარესთან პირისპირ გავიდა. სიკაჩმა "ფეხი დატოვა" და "კოლხეთი" ერთხელაც გადაარჩინა.
32' - ფოთელთა სახიფათო კონტრშეტევა ლუკა ლოჩოშვილმა შეაჩერა. მან დაფეს სახიფათო პასი ჩაჭრა კოვტალიუკის მისამართით.
34' - გიორგი ჩაკვეტაძე რამდენიმე მეურვეს გასცდა. სიკაჩი ისევ ადგილზეა.
35' - 0:1! ბაჩანა არაბულის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ბექა მიქელთაძემ ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.
42' - არაბულის "მაკრატელა" არაზუსტი გამოდგა.
44' - გიორგი პაპუნაშვილის პასის შემდეგ არაბული მეკარესთან პირისპირ გადიოდა. "ბოლო იმედის" ჯარიმით ის თამაზ ჟიშკარიანმა შეაჩერა. არბიტრმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და დამნაშავე მინდვრიდან გააძევა.
45' - 0:2! ლაშა თოთაძის საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა, უკუგდებულზე კი ყველას გიორგი ზარიამ დაასწრო და სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
55' - არაბულის "მოჭრილი" დარტყმა ოდნავ სცდება ფოთელთა კარს.
59' - 0:3! არაბულს სიკაჩმა არ გაატანინა. "დინამოს" ფორვარდმა ცარიელი კარის წინ მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს უპასა და ამ უკანასკნელმაც მარტივ სიტუაციაში მესამედ დალაშქრა "კოლხეთის" კარი.
65' - კოვტალიუკს მეკარე ლიტოვჩენკომ დაასწრო.
73' - კიტეიშვილის დარტყმა და სიკაჩი ადგილზეა.
77' - მიქელთაძის დარტყმა შორეულ კუთხეში და ბურთი სცდება ფოთელთა კარს.
ეროვნული ლიგა. X ტური
05.05. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 მიქელთაძე (35), 0:2 ზარია (45), 0:3 ჩაკვეტაძე (59)
კოლხეთი (4-2-3-1): სიკაჩი - გ. კილასონია, გოგონაია, ვ. კილასონია, ოტიენო (24. კორობკა) - ჟიშკარიანი, ლ. კაკულია - ჯანელიძე (64. ბოლქვაძე), შ. კერძევაძე, დაფე (68. ბუხაიძე) - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: შერმადინი, ქებურია, ენდელაძე, ა. კვარაცხელია
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო, გველესიანი (18. პაპუნაშვილი), ლოჩოშვილი, თოთაძე - ზარია (85. ნინუა), კიტეიშვილი - თევზაძე, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე - არაბული (76. მესხი).
სათადარიგოები: რევიშვილი, ხ. კვარაცხელია, კობოური, კუცია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: კოვტალიუკი (15), ჟიშკარიანი (25), მიშჩენკო (50), ბოლქვაძე (68)
გაძევება: ჟიშკარიანი (45)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5.
მომდევნო ტური
9 მაისი
საბურთალო-კოლხეთი
ტორპედო-შუქურა.
10 მაისი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ჩიხურა-სამტრედია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
რა უბედურებაა მიკერძო-ვ-ებული.ქართული ისწავლეთ ხალხო....
1
0
მიკერძოვებული მსაჯობა. ძალით ქულების წაღება. გვერდითა არბიტრი მაინც დასვით ნეიტრალური...სირცხვილია დინამო სირცხვილია....არა ფეხბურთი საქართველოში..არა კერძო მსაჯებს.
1
0
მიკერცეული მსა ობა. არაბული იყო გასაგდები .რას კადრულობენ
1
0
xalxo igadavet ra magrad bnela qartul fexburtshi
1
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული