"სამტრედიამ" 27 წლის რუსი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, საფეხბურთო კლუბ "სამტრედიამ" 27 წლის რუსი მარჯვენა ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი დაიმატა.

კარიერის დიდი ნაწილი ბელოვმა რუსეთში გაატარა. ის "ლოკომოტივში", "ამკარში", "მოსკოვში", "რიაზანში", "ხიმკიში", "სმოლენსკში", "პეტროტრესტში", "ბელორეჩენსკში", "კოლომნასა" და "აფიფსკში" თამაშობდა.

ასევე ლატვიური "იურმალასა" და ბელარუსული "ისლოჩის" ღირსებას იცავდა, რომელთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისში ამოეწურა და მას მერე თავისუფალი აგენტია.

ჩვენი ინფორმაციით, ბელოვი უკვე საქართველოშია და 10 მაისს "სამტრედიას" განაცხადში იქნება. ამ დღეს "სამტრედია" სტუმრად "ჩიხურასთან" ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩს მართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
და პეტროტრესტში კიდევ.აქ საერთოდ ტრესტის მმართველი ყოფილა
კახა ქირია
17:59 09-05-2017
0
სად პოულობენ ასეთ ფეხბურთელებს,ან ვინ ურჩევს.
კახა ქირია
17:57 09-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული