კახა კაჭარავა: ნიკა კაჭარავა "დინამოში"? არაფერს გამოვრიცხავ!

AutoSharing Option
თბილისურ დერბიში გამარჯვების შემდეგ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ეროვნული ლიგა. XI ტური: თბილისური დერბი "დინამომ" დამაჯერებლად მოიგო

"დინამოს" მთავარ მწვრთნელს მის შვილ ნიკა კაჭარავაზეც ჰკითხეს, ჰომ არ აპირებს თბილისური კლუბი მის დამატებას.

"ჩემი ოცნება იყო ნიკას "დინამოში" ეთამაშა. "დინამო" განსაკუთრებულად მიყვარს და თვითონ ნიკასაც სურდა ამ კლუბის მაისურის მორგება.

დღეს მას აქვს ვარიანტები სხვადასხვა კლუბებიდან, მაგრამ არ ჩქარობს. არც მე მსურს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც ეს "როსტოვის" შემთხვევაში გააკეთა. ის წავა ისეთ კლუბში, რომელშიც
სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ნიკა "დინამოში"? არაფერს გამოვრიცხავ. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული!", - თქვა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა მგონია საჭირო იყოს მამა-შვილის ერთ კლუბში ყოფნა,მგონი ეს უფრო ცუდია ვიდრე კარგი.
თუკი დინამოს ახალაგზრდებმა ამ ტემპს გაუძლეს და აღმასვლის მიმართულება უცბად დაღმასვლით არ ჩაანაცვლეს ( ეს კი გორში დაეწყებათ როგორც ვგრძნობ)ამ ბიჭებმა, მაშინ დინამო ერთადერთი რეალური მეტოქეა სამტრედიისათვის საჩემპიონიო ტიტულისათვის ბრძოლაში.
Jango
11 მაისი 2017 10:37
0
დინამოს თუ რუსული გაზ კამაზები არ აჯობოს აგერ ნახეთ! მართლა ჯობია რა დინამო და ჭიათურის მაღაროელი!
levani
11 მაისი 2017 04:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული