თბილისის "დინამო": სად არის ნუკრი რევიშვილი?

AutoSharing Option
წლეულს, თბილისის "დინამო" დაცვაში კარგად გამოიყურება, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: 12 ტურში გუნდმა სულ 5 გოლი გაუშვა. დედაქალაქურმა გრანდმა ყველაზე მეტი, 3 გოლი გორის "დილასგან" გაუშვა - 18 მარტს "დინამო არენაზე" წაგებულ (1:2) და 14 მაისს გასვლაზე ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩებში, თითო კი "ლოკომოტივისა" და "ჩიხურასგან" მიიღეს.

ამგვარად, დინამოელთა კარის დარაჯი სერგეი ლიტოვჩენკო ეროვნული ლიგის ყველაზე საიმედო მეკარედ ითვლება.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 5 აპრილიდან 14 მაისამდე თბილისელებმა 9 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 8-ჯერ ლიტოვჩენკომ კარი "მშრალად" შეინახა და მხოლოდ კვირას, გორელებმა
მოახერხეს ამ სერიის "დასველება". მართალია, ნიკა ჩხეიძისა (1991 წელს თბილისის "დინამოში" 1070 უგოლო წუთი გაატარა) და ზვიად სტურუას (2005 წელს "ლოკომოტივში" ასევე 1070 წუთი) რეკორდები ვერ მოხსნა, მაგრამ 803 წუთი გოლის გაუშვებლად, თავისთავად, მშვენიერი შედეგია.

რა თქმა უნდა, ქართულ ლიგაში ძლიერი ლეგიონერის გამოჩენა გვახარებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი მთავარი საფიქრალი საქართველოს ნაკრებია, რომლის წევრი თბილისის "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე ზის - ნუკრი რევიშვილი, ვინც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

30 წლის გამოცდილ კიპერს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია. არადა, შორს არ არის 7 ივნისი, როცა საქართველოს ნაკრები კიშინიოვში მოლდოვას უნდა შეხვდეს და "ჯვაროსნებისთვის" ნაკრების ყველა კანდიდატის მდგომარეობა მნიშვნელოვანია.

კახა კაჭარავა ამბობს, რომ რევიშვილს შანსი აუცილებლად მიეცემა. თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ამაზე კომენტარი "ლელოსთან" გააკეთა:

"ლიტოვჩენკო მაშინ დავიმატეთ, როცა რევიშვილთან კონტრაქტი გაფორმებული არ გვქონდა. მან თავისი შანსი გამოიყენა, მშვენიერ ფორმაშია და გოლებს, ფაქტობრივად, არც უშვებს. თავადაც ხვდებით, რომ ასეთ დროს მეკარის შეცვლა გაუმართლებელია.

მაგრამ რევიშვილი ტყუილად არ მოგვიყვანია, გამოცდილი მეკარეა და მისი იმედი გვაქვს. ცხადია, ჩვენ საქართველოს ნაკრების ინტერესს ვითვალისწინებთ და ნუკრის შანსი აუცილებლად მიეცემა", - გვითხრა კაჭარავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
წერტილ დაჩია არის უკეთესი გუნდი? ავტორ მაგის დაწერას ჯობდა ის დაგეწერა როცა დინამოს კაპიტანი ხარ დაჩიაში არ უბდა წახვიდე თავმოყვარე კაცი
თბილისელი
17 მაისი 2017 17:40
0
ნუკრი მაგარი მეკარეა, ბევრად უკეთესია ვიდრე დინამოს დღევანდელი გარის დარაჯი, თან ეროვნულ ნაკრებს ჭირდება. ნუკრიმ დინამო რომ დატოვა დატოვა უკეთეს გუნდში გადასვლის იმედით რათა მაღალ დონეზე ეთამაშა და ნაკრებში ძირითადის მეკარე ყოფილიყო. ცხოვრებაში ყველაფერი ცდება, ყველა ვუშვებთ შეცდომებს, წარმატებები ნუკრი.
...
16 მაისი 2017 23:44
0
შანსს მივცემდი კი არა საერთოდაც არ დავაბრუნებდი დინამოში!!! კაპიტანი იყო და გაიქცა, თან სად - მოლდოვაში! გუნდს ყავს ძალიან კარგი მეკარე და სტაბილურადაც თამაშობს. რაც შეეხება ნაკრებს - ნაკრებში ძალიან კარგი მეკარეებია, რევიშვილის გარდა, ასე რომ - მისთვისვე ჯობია სხვა გუნდი ეძებოს, დინამოსაგან ისედაც, ძალიან დავალებულია ეგ ყმაწვილი ....
ლაშა
16 მაისი 2017 22:54
0
ნუკრიმ გორელებიც დააღალატა და არა ერთხელ.გორიდან გაეხსნათ სატრანსფერო გზა გოგუას,ნავალოვსკის,ვაწაძეს,რევიშვილს და ბევრ სხვას.ასე უმადურად კი არც ერთი არ მოქცეულა.
gori-2
16 მაისი 2017 22:08
0
კაი ბიჭი აღარც დილაში გვინდა და აღარც არსად მაგ კაცს უყვარს შუა გზაზე მიტოვება და ეგეთი ფეხბურთელი არავის ჭიდება..
fcd
16 მაისი 2017 21:31
0
კაპიტანებს არ ეკადრებათ ისე მოქცევა, როგორც ეს მოიქცა თავის დროზე.ძირითადში თუნდაც ევროპულ გრანდში უთამაშია, ღმერთი მისკენ იყოს,მაგამ დინამოში მისი ადგილი არ არის!!!!!!!!!!!!!!!
არავითარი შანსი
16 მაისი 2017 21:22
0
რას ქვია შანს მივცემთ,შანსი არ ქონდა რო გაიქცა.კლუბს თავისი ამბიციები უნდა ქონდეს და ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მას.მშვენ იერი მეკარეა ლიტოვჩენკო.
კახა ქირია
16 მაისი 2017 19:46
0
სად არის და 2 სთ-ის წინ დავინახე ძალიან სიმპატიურ მანდილოსანთან ჯიპში კუტუზოვზე. :) ოღონდ მანდილოსანი იჯდა საჭესთან :)
ქუთაისელი
16 მაისი 2017 18:00
0
ხანდახან ვფიქრობ არაფერი დავწერო აქ მაგრამ აშკარააელემენტარული რამ.4 გუნდი ევროლიგაზეა სათამაშო.ბიჯოო ერთერზტში რომ მიიწვიონ არაა? თამაშებიც ექნება და იმ გუნდებსაც ეშველებათ,მაგრამ ქართული ფსევდო ამბიციები და საფეხბურთო მახინატორები ამას არ თუ ვერ დაუშვებენ
სანდრო
16 მაისი 2017 17:56
0
ეს ბანძი არ გაიქცა დაჩიაში დინამოდან? თან კაპიტანი იყო. დაალპეთ სკამზე. რა სანაკრებო ინტერესი, ნაკრებში ამას არავინ მიასუნინებს ძირითადში. ლორია-მაკარიძე, ორი ძაან კაი მეკარეა :)
თბილისელი
16 მაისი 2017 17:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული