პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე "ტორპედოს" ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა. მსაჯმა გატანილი გოლი ჯერ თამაშგარის გამო არ ჩათვალა, შემდეგ - ჩათვალა, ცოტა ხანში - ისევ გააუქმა.
მიუხედავად ამისა, "ტორპედომ" მაინც გაიტანა. პირველი გოლი მატჩის 69-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ბექა ტუღუშმა დააფიქსირა. თუმცა მანამდე, 58-ე წუთზე სტადიონზე დენი გამოირთო
"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი, რომელიც ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა, 21 ქულით მეოთხეზეა.
ყოჩაღ ტორპედოელებო,პროვოკაციას რომ არ წამოეგეთ