ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედომ" "ლოკომოტივს" დამაჯერებლად მოუგო

AutoSharing Option
20 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მორიგი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 მოუგო.

პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე "ტორპედოს" ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა. მსაჯმა გატანილი გოლი ჯერ თამაშგარის გამო არ ჩათვალა, შემდეგ - ჩათვალა, ცოტა ხანში - ისევ გააუქმა.

მიუხედავად ამისა, "ტორპედომ" მაინც გაიტანა. პირველი გოლი მატჩის 69-ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ბექა ტუღუშმა დააფიქსირა. თუმცა მანამდე, 58-ე წუთზე სტადიონზე დენი გამოირთო
და მატჩი 25 წუთში განახლდა.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი, რომელიც ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა, 21 ქულით მეოთხეზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ასეთი რამ მე პირადად არ მახსოვს 5 წუთი ეჩხუბებოდნენ ლოკო-ს ფეხბურთელები სანამ არ გააუქმებიეს გოლი. მსაჯი როგორც ვიცი გადაწყვეტილებას არ ცვლის და რაც თამაში გაჩერებული იყო ამ დროში გამეორება რომ ენახათ ეჭვიც არ დარჩებოდა ვინმეს რომ სუფთა გოლი იყო. ისე საღოლ ტორპედოელებს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნეს, როგორ იწერდნენ პირჯვარს ბიჭები. ღმერთმა დაგლოცოთ!
0
ასეთი მსაჯი საერთოდ რა საჭიროა.
ყოჩაღ ტორპედოელებო,პროვოკაციას რომ არ წამოეგეთ
თემრაზი
12:32 21-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული