ეროვნული ლიგა. XIII ტური: "დინამომ" "სამტრედიას" ბოლო წუთზე მოუგო

AutoSharing Option
21 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა "დინამომ" ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგო.

ანგარიში მატჩის 25-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა. 37-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა და ტაიმი ასეც მორჩა. 63-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 76-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმაც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 93-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა დააფიქსირა.

"დინამოს" 31 ქულა დაუგროვდა და ცხრილს სათავეში უდგას, "სამტრედიამ" კი მეორე ადგილი დაკარგა და
23 ქულით მესამეზეა.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან კარგი და მიმზიდველი საყურებელი იყო და ჩვენი აზრით ფრეს იმსახურებდა ორთავე გუნდი,მაგრამ ფიზიკაში აჯობა დინამომ. ეხლა კი მთავარზე ვისაუბროთ. ქართული ენის შეურაცყოფაა არაქართულად წერა და ფეხბურთის შესახებ აზრის გამოთქმა,აი ამაზე უნდა იყოს ჯარიმები და თან ძალიან დიდი,რომ არაქართული ნაწერი არ მოხვდეს სტატიაში და საიტზე.
სამშობლოს და ენის დამფასებელი
11:56 22-05-2017
0
რა ვთქვა არ ვიცი ყველაზე უფრო ის გუშმატკივრები შემეცოდა ვინც სამტრედიას ჩაყვა თბილისში 60 გადაცილებული ადამიანები ეს მაგარი საამაყოა და სამტრედია კიდე მოუმატებს დარწმუნებული ვარ ჩვენ გვჯერავს ცეცაძის
samtredski
11:32 22-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული