გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
არ კადრულობენ ზოგზოგიერტები საქარტველოს ცჰემპიონატს.. აბა იჯექით და უყურეთ ლარიან ბილეტებს.
samtr
23 მაისი 2017 16:29
0
amat ra unda auxsna gia marto reali da barsa elandebat da meti kutxuri da meti yviteli.. sakutari qalaqis gundi roar geyvareba.. rac arunda cudi iyos sheni qalaqis gunds unda sce pativi da mere unda ubaleshiko reals...
gia jigarixar
23 მაისი 2017 16:27
0
ნუ ეხლა ძნელია გულშემატკიარი აკრიტიკო მაგრამ რეგიონები რომ მართლაც გამოირჩევიან გულშემატკივრობით ფაქტია ...მინიმუმ 5 ქალქში უნდა იყოს ევროსტანდარეტების სტადიონი და არა ისეთი კარის უკან ბატები რომ დადიან ეს სპორტსმენის მენტალიტეტზე აისახება!!
guja
23 მაისი 2017 16:20
0
სამწუხაროდ დღეს თბილისში ფეხბურთელების მეგობრები ოჯახისწევრები და "ნაცისტურად"მოაზროვნე ანგაჯირებული ხალხი დადიან აგრესიის გადმოსანთხევად
შეხედეთ მათ ქცევებს ესეთ ადამიანებს საერთოდ უნდა ეკრძალებოდეთ ადამიანების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა
ანატოლი
23 მაისი 2017 14:27
0
ar gcxvenian gia nomer pirveli treneri xar
bogmisgan skdeba es xalxi.
23 მაისი 2017 13:14
0
ვისაც ფეხბურთზე სიარული გვინდა გვაცალეთ თქვენ კიდე სანამ რეალი ბარსას თამაშზე წახვალთ მანამდე მოიცადეთ რისი წამსვლელი ხართ კი ვიცი.
sos
23 მაისი 2017 13:12
0
მართლაც კარგი თამაში იყო. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატში. რაც შეეხება გულშემატკივრებს. რეგიონში უფრო მეტი მაყურებელი დადის სტადიონებზე, მაგალითად ფოთს სტადიონი არა აქვს (ახლის აშენების მიზნით 5 წელია! დაანგრიეს) და ყველა თამაშს გასვლაზე თამაშობს და იქაც შედარებით მეტი მაყურებელი დადის ფეხბურთზე. როდესაც დროებით ფოთში რაგბის სტადიონზე თამაშობდნენ 2500 კაციანი სტადიონი ივსებოდა. მართლაც თუ ფეხბურთი გიყვარს სტადიონზეც უნდა იარო. ჩვენთან მოდაში სხვა ქვეყნის გუნდების გულშემატკივრობაა და საერთოდ არ იციან საქართველოს ჩემპიონატში რა გუნდები თამაშობენ. უმეტესობას სხვა გუნდებიც იმიტომ აინტერესებთ, რომ ტოტალიზატორში აქვთ რომელიმეზე თანხა დადებული და იმ მატჩის თამაში კი არა მარტო შედეგი აინტერესებთ.
ვახო
23 მაისი 2017 13:01
0
მართალს ამბობს ცეცაძე...სტადიონზე ვერ მივედი, ტელევიზორით ვუყურე და მართლა კარგი თამაში იყო...ალბათ "ელ-კლასიკოს" ისტორიიდან ზოგიერთ თამაშსაც ჯობდა...
L.E.S
23 მაისი 2017 12:33
0
-მაგარი გია და ?" სამტრედსკი" კაი ბიჭები.
cacia varkeTilski.
23 მაისი 2017 12:30
0
-ვარკეთილში ან თემქაზე დაბადებული თბილისელი ბიჭი რომ იყო, სხვა რამეს იტყოდი?
cecadzes
23 მაისი 2017 12:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული