თბილისის "დინამოში" ნიგერიელი ფეხბურთელი ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" მეორე დღეა სინჯებს გადის და ვარჯიშობს 24 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი მოჰამედ ალიუ. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს.

ალიუ ბოლოს მოლდოვურ "საქსანში" ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო. მანამდე ხორვატიული "პომორაჩსა" და უკრაინულ "ტავრიაში" გამოდიოდა.

მოჰამედს 2009 წელს მსოფლიო თასზე 17-წლამდე ნიგერიასთან ერთად ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.

წყაროს ცნობით, ალიუ განაგრძობს ვარჯიშს "დინამოში", მას მწვრთნელები დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოლდოვის ჩემპიონატის ბოლო წინა (მე-10) ადგილოსანი გუნდიდან ფეხბურთელის მოყვანა რამ გადააწყვეტინათ :/
Luka_23
17:24 26-05-2017
0
ისევ ძველი გზით მიდიან, მოლდავიდან გამოშვებულ ფეხბურთელს რომ სინჯებზე ჩამოიყვან...
ალეკსანდრე
17:35 26-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული