ეროვნული ლიგა. XV ტური: "შუქურას" პირველი გამარჯვება და "ლოკოს" ზედიზედ მე-5 მარცხი

AutoSharing Option
28 მაისს ეროვნული XV ტურის მორიგი მატჩი გაიმართა.

თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიგის აუტსაიდერს ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და სენსაციურად ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მე-13 წუთზე ანგარიში გიორგი კალანდაძემ გახსნა, ხოლო 3 წუთში ალექსანდრე გურულმა სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში "ლოკომოტივის" კართან პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ლევან კუტალიამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი გამარჯვებაა "შუქურასთვის" ეროვნულ ლიგაში. განვლილ 14 ტურში ქობულეთელებს 4 ფრე და 10 წაგება ჰქონდათ.

ასე გამოსარჩევი ფაქტია, რომ "შუქურამ" პირველი გამარჯვება ახალი მწვღთნელი გიორგი შაშიაშვილის სადებიუტო მატჩში მოიპოვა.

ამ გამარჯვებით "შუქურას" 7 ქულა გაუხდა და ის კვლავ ბოლო ადგილზეა.

რაც შეეხება "ლოკომოტივს", ეს გიორგი დევდარიანისვის ზედიზედ მე-5 მარცხია ლიგაში. "ლოკომოტივი" 21 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
kartuli klubebs koefizientebi, rom aakvs evropis totalizatorebshi ar izit eg???ho da evropis totalizatorebi sheikvans kartul gundebs ise, rom ar itagliton,rógor ggoniat?? am kvelafers sakartvelodan mmartaven egaa, tkven sibneleshi xart visaz ggoniat alalad tamashoben.
king
29 მაისი 2017 13:38
0
კომენტარებს ვკითხულობ და მაგრა ვხალისობ. ანუ ლოგიკა თუ არ დაჯდა, ტოტალიზატორში თაღლითობენ უეჭველი ხო? :)))

ყოვლისმცოდნე ექსპერტები ღუპავთ მართლა ამ ქვეყანას და აზარებთ ადამიანს ყველაფერს. თვითონ სახლებში ზიხართ და ვინც თამაშზე დადის ან მისვლას აპირებს, იმას მაინც ნუ უ..ვამთ განწყობაში.
haha
29 მაისი 2017 10:23
0
ფედერაცია რაშუაშია ნაგავი გუნდები რომ არიან
zura
29 მაისი 2017 09:37
0
federazia pirdapir shekrulia totalizatoris mamebtan, ise maiinz gaariget tamashebi, xalxma ver gaigos)))
komagi
28 მაისი 2017 19:24
0
თამაში ვინც ნახა ქობულეთმა დამსახურებულად მოიგო.კარგი ფეხბურთელები არიან ქობულეთში და ყოველთვის მიკვირდა მათი ასეთი წარუმატებლობა. შაშის წარმატებას ვუსურვებ და ვულოცავ! ლოკომოტივს აშკარად ჩავარდნა აქვს და იმედია დევდარიანი მალევე გამოასწორებს ამ პრობლემას. რა ტოტალოზატორი სისულეებს ნუ დაწერთ გთხოვთ სირცხვილია! არ შემიძლია რომ არ ვთქვა ამ არველაძეს ჯერ თავი ვინ ჰგონია ან სად ჰგონია ნეტავ?!
Dragonfly
28 მაისი 2017 19:22
0
ვაი ვაი ვაი
supta yomari
28 მაისი 2017 18:31
0
ფეხბურთს სახელი გადაარქვით საქართველოში სხვარამე უწოდეთ.ეს დევდარიანი ბევრს რომ ლაპარაკობდა ტელევიზიებში მართლა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი მეგონა თორემ მაგის პროფესიონალიზმი არ გაიშვა.თაღლითობაა ეს რაც დღეს გააკეთეთ უფრო და უფრო ჩაძირეთ ჭაობში ქართული ფეხბურთი და შეეკარით ტოტალიზატორებს,ვაი ვაი,ვაი
ცოტნე
28 მაისი 2017 17:25
0
"ლოკოს" ესეთი ჩავარდნა მოულოდნელია. პირადა მე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდი ზედმეტი ვარჯიშით გადაიღალა...
tngh
28 მაისი 2017 16:52
0
რა დაგემართათ "ლოკო"?!...თუ არ გამოფხიზლდებით "შუქურას" ადგილს თქვენ დაიკავებთ!.....
არტაგი
28 მაისი 2017 15:42
0
დევდარიანო შენც კაცო, აღარაა ქართული ფეხბურთის საშველი.
jj
28 მაისი 2017 15:26
0

სიახლეები პოპულარული