ეროვნული ლიგა. XV ტური: "ტორპედომ" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

AutoSharing Option
28 მაისს ეროვნული ლიგის XV ტურის მორიგი მატჩი გაიმართა.

ქუთაისის "ტორპედომ" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 

შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა. 44-ე წუთზე საკუთარ კარში გოლი თეიმურაზ მარკოზაშვილმა გაიტანა.

სტუმრებმა სხვაობის შემცირება მატჩის კომპენსირებულ დროში შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი გიორგი ბერიაშვილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთის მერე "სამტრედია" მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა გიული მანჯგალაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

"ტორპედოსთვის" ეს მოგება ლიგაში ზედიზედ მე-5 გახდა. 31 ქულით ქუთაისელები სატურნირო ცხრილის ლიდერს თბილისის "დინამოს" დროებით გაუთანაბრდნენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
Smt. კარგად წაიკითხე მე კარგი ვთქი სამტრედიის გუნდზე მის მწვრთნელებზე და ფეხბურთელებზე.მათ მიღწევაზე და იმ პირობებზე რაც აქვთ და რითიც ჩემპიონები გახდნენ. მინდა ავღნიშნო მათი გულშემატკივრების ასეთი კარგი თანადგომა. მე ეგ იმ ხალხის გასაგონად დავწერე ვინც ამ ხალხს არ აფასებს. იმედია ახლა მაინც გაიგებთ რა დავწერე და რატომ.
Dragonfly
21:55 29-05-2017
0
Dragonfly

ფორმალურად კარლო კალაძე არაფერ შუაშია და მას ნურაფერს ეკითხებით, ხოლო თუკი სცნობ არაფორმალური მმართველობის ფაქტს, მაშინ უკანონობას უჭერ მხარს და ეგ არის..

კლუბს მართავენ ბატონები ომანაძე და შალამბერიძე. ისინი როგორც ახერხებენ ბიუჯეტიდნ მიღებული ფულის გადანაწილებას და ხარჯვას, ისეთ პირობებში ჰყავთ ფეხბურთელები,კლუბს არა აქვს კერძო ფული, კერძო შემოწირულობები და არა ჰყავს კერძო სპონსორ-პარტნიორები,ის მხოლოდ ბიუჯეტის ფულზე არის დამოკიდებული,მასში არავინ არცერთ თეთრს არ სდებს და იდიოტი უნდა იყოს რომ ჩადოს თუკი კლუბი არ გახდება კერძო საკუთრება.
ის კი დღეს არის ყველაზე უცნაური საკუთრების ფორმის "ააიპ" როცა არსებობს მაგრამ არავის ეკუთვნის :) გაუძევებელი მმართველები ჰყავს მაგრამ მათ ქონების უფლება არა აქვთ კერძო სახით :) სანამ არ მობეზრდებათ მანამ იარსებებენ. თუ მიღებული ფულებით რაიმეს იყიდიან,ააშენებენ და შექმნიან, მოიხმარენ საკუთარივით მარა საკუთარი არ იქნება ;) აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ :)
Guadua
13:10 29-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული