დინამო(ბთ)-საბურთალო 0:1 - დანავსულ წრეში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამო" შინ მოგებას ისევ ვერ ახერხებს და თუ ასე გააგრძელა, მაყურებელს დაკარგავს - საკუთარ ქალაქში მეოთხე შეხვედრა ჩაატარეს და ამჯერადაც დამარცხდნენ, რაც ბათუმელი გულშემატკივრისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.

წარუმატებელი სერიის გამო ამჯერად სტადიონზე იმდენი გულშემატკივარი აღარ იყო, როგორც წინა სამ შეხვედრაში, მაგრამ 1500-მდე ქომაგი მაინც შეიკრიბა და ისეთი სასიამოვნო საფეხბურთო ატმოსფერო იყო, ფეხბურთელებს რომ უყვართ და ენატრებათ...

აშკარაა, რომ "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მასპინძელი გუნდი კარგად შეისწავლა და მის საწინააღმდეგოდ სწორი სტრატეგია შეიმუშავა - სტუმართა პრესინგს ბათუმელებმა ეფექტური კონტრთამაში
ვერ დაუპირისპირეს.

წარუმატებელი გამოდგა ახალი მწვრთნელის, კონსტანტინ ფროლოვის დებიუტიც. მართალია, მეორე ტაიმი "დინამომ" გაცილებით აქტიურად ჩაატარა, მაგრამ გუნდს მაინც აკლდა სისწრაფე, აქტიური მოძრაობა, ეფექტური და მოულოდნელი გადაადგილებები, რის გამოც რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

"საბურთალო" კი ეპიზოდურად მაინც ახერხებდა მწვავე კონტრშეტევების წამოწყებას. ერთ-ერთი ასეთი იერიშით ბოლო წუთებზე ბათუმელებს ქულის გადარჩენის იმედიც გადაეწურათ, როცა პაპუნა ფონიავამ მეტოქის შემტევი ვაგნერ გონსალვესი წესის დარღვევით შეაჩერა. საბურთალოელმა ისეთი სისწრაფე "აკრიფა", მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და ბათუმელთა ნახევარმცველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს.

საბოლოოდ, "საბურთალომ" 1:0 დაამარცხა ბათუმის "დინამო", რომლის მდგომარეობაც უფრო და უფრო მძიმდება. არადა, მალე გუნდმა ევროპალიგაზე საქართველო უნდა წარადგინოს და დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად ვერ გვაიმედებს.

მატჩის სტენოგრამა
2' - გორელიშვილი საჯარიმოში შეიჭრა და კარში დაარტყა - მეკარე კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.
15' - ვაგნერმა გადაცემა ჩაჭრა, საჯარიმოში იმნაძეს უპასა, ამ უკანასკნელმა კი შინდაგორიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა 0:1.
25' - ისევ ვაგნერის მშვენიერი თამაში. მან საჯარიმოში იმნაძეს გადააწოდა, ამან კი - ტერას, რომლის დარტყმაც მიზანს ასცდა.
39' - ბათუმელთა სწრაფი შეტევა! ფონიავას გადაცემის შემდეგ კარში იაროსლავ კვასოვი ურტყამდა, მაგრამ ბურთს გრიგალაშვილი გადაეფარა და უმწვავესი შეტევა ჩაშალა.
44' - სტუმრების შანსი! ხარაიშვილმა საჯარიმოში ბურთი იმნაძეს გააყოლა, რომელმაც "დინამოს" მეკარესთან პირისპირ დატოვა ვაგნერი. ტაკიძემ გუნდი ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა!
49' - ვაგნერმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ხარაიშვილი. ტაკიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
51' - ფონიავა საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი შონიას გადააწოდა. ბურთს სოფრომაძე გადაეფარა და "საბურთალო" გადაარჩინა!
54' - შონიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა კვანტალიანი, მაგრამ კუპატაძე დროულად გამოვიდა კარიდან და გუნდი გადაარჩინა, თუმცა... შემტევს ტრავმა მიაყენა...
77' - კოხრეიძემ მეტოქის შეტევა ჩაშალა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ხარაიშვილი, რომელმაც მახვილი კუთხიდან უზუსტოდ დაარტყა.
80' - ფონიავამ გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ ტოვებდა კვასოვს, რომელსაც მეკარე კუპატაძემ აჯობა და გუნდი გადაარჩინა.
90' - ფონიავამ ვაგნერი წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს.

ეროვნული ლიგა. XVI ტური
01.06. ბათუმი. "რაგბი არენა"
დინამო(ბთ)-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 შინდაგორიძე (15. იმნაძის პასით)
დინამო (4-2-3-1): რ. ტაკიძე - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, ფარტენაძე - შონია, თარხნიშვილი - გორელიშვილი (78. გ. ქავთარაძე), ფონიავა, კვანტალიანი (63. კენედი) - კვასოვი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, ვ. თევდორაძე, მგელაძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, თედ. გრიგალაშვილი, მამუჩაშვილი, სოფრომაძე - ტერა, არზიანი - იმნაძე (68. ბიძინაშვილი), ხარაიშვილი, ვაგნერი (90+2. ლაკვეხელიანი) - შინდაგორიძე (65. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ალთუნაშვილი, ფიფია, ჩოგაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილებები: სოფრომაძე (80), კენედი (90+6)
გაძევება: ფონიავა (90)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

დღეს გაიმართება
2 ივნისი
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:30
სამტრედია-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
34: +10 =8 -16, 35-55
დისკვალიფიკაცია
გ. მანჯგალაძე, დ. ჯიქია (სამტრედია)
პირველი წრე 2:1

ივანწმინდა. 17:30
ჩიხურა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
15: +6 =5 -4, 20-15
პირველი წრე 1:2

თბილისი. "მიხეილ მესხი". 19:30. LIVE "II არხზე"
დილა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
26: +4 =8 -14, 17-37
პირველი წრე 3:3

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 10
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული