ზივზივაძე საქართველოში დაბრუნდა და "ეროსი მანჯგალაძეზე" ეროვნული ლიგის XVI ტურის მატჩს ("სამტრედია"-"კოლხეთი") დაესწრო. სამტრედიელთა ექსფორვარდს ეროვნული ლიგის YouTube-არხზე პირდაპირი ეთერისას მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ჰკითხეს და მან ეს ვარიანტი არ გამორიცხა.
- სამტრედია-კოლხეთი 1:1 - ფრე სტუმრის სასარგებლოდ [VIDEO]
- "ესბიერგის" უარი: ბუდუ ზივზივაძე და "სამტრედია" არ გამოვა!
მოგვიანებით Sportall.ge-მ ზივზივაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ ის 25 ივნისს დანიურ კლუბს უბრუნდება.
- პირველ
- გულწრფელად ვიტყვი, რომ ცუდი სეზონი იყო, რაც იმით აიხსნება, რომ ჩემი კლუბი ჩემპიონატიდან გავარდა, მე კი იმდენი ვერ ვითამაშე, რამდენიც მსურდა. თუმცა, ცხადია, ამ ყველაფერს თან დადებითი მომენტებიც ახლდა: უცხოეთში გატარებულმა ოთხმა თვემ, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გამზარდა და ახლა ფეხბურთს სხვა თვალით ვუყურებ. მივიღე უდიდესი გამოცდილებაც - შეცდომები, რომლებიც დავუშვი, მომავალში აღარ განმეორდება.
იმის გათვალისწინებით, რომ "ესბიერგი" ჩემპიონატიდან გავარდა, ჩემს ტრანსფერს ალბათ ყველა უარყოფითად აფასებს, მაგრამ მე სულ არ ვნანობ, რომ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არავინ იცის, რა იქნებოდა სხვაგან. ამიტომ არ ღირს ფიქრი იმაზე, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
- ამჟამად საქართველოში იმყოფები. აქ დასასვენებლად ჩამოხვედი თუ დანიური კლუბიდან წამოხვედი?
- კლუბიდან არ წამოვსულვარ, კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. საქართველოში 25 ივნისამდე ვიქნები. შემდეგ დანიაში უნდა დავბრუნდე, 26-ში "ესბიერგი" მოსამზადებელ პერიოდს იწყებს.
- თქვი, "სამტრედიაში" ტრანსფერს არ გამოვრიცხავო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- პროცენტულად ვერ ვიტყვი, რამდენად შესაძლებელია ჩემი საქართველოში დაბრუნება. პირადად მე მაქვს სურვილი, "სამტრედიას" ევროტურნირებზე რაც შეიძლება შორს გასვლაში დავეხმარო, რადგან ამ კლუბში კარიერის საუკეთესო სეზონი ჩავატარე და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები.
- "სამტრედიასგან" კონკრეტული შეთავაზება იყო?
- არა, კლუბიდან არანაირი შემოთავაზება ყოფილა. მე და გია ცეცაძეს დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და მხოლოდ მასთან მქონდა საუბარი, როგორც მოსწავლეს - მასწავლებელთან. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
- ალბათ, საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებს თვალს ადევნებ. როგორ ფიქრობ, ჩემპიონატის დონე გაიზარდა?
- "სამტრედიას", თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" თითქმის ყველა მატჩს ვუყურე და იგრძნობა, რომ დონემ მოიმატა. ძალიან დაძაბული მატჩებია და სატურნირო ცხრილშიც კლუბები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან. ეს ყველაფერი მისასალმებელია.
მომწონს ისიც, რომ ყველა მატჩი შუქდება და გულშემატკივარში ჩემპიონატის მიმართ ინტერესი იზრდება. ვფიქრობ, თუ ჩემპიონატის დონემ უფრო აიწია, ეროვნულ ლიგაში თამაშზე არცერთი ქართველი ფეხბურთელი იტყვის უარს. ამისთვის კი ძალიან დიდი შრომა და ფინანსებია საჭირო. სტაბილურად გამართული, მინიმუმ, 5-6 კლუბია საჭირო. კლუბებს სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა გააჩნდეთ, რათა მივიდეთ იმ დონემდე, რაზეც წლებია ვოცნებობთ.
Georgia Geo - Ebijo iaqtiuret rameee vunmes ar vimateebt??rame gvitxarit axalii da sainteresoo
Нравится · Ответить · 7 июня в 13:56
თორნიკე გვარამია
თორნიკე გვარამია იდოეტები არიან, პრეს სამსახური კი არა ერთი ნორმალური ჟურნალისტიც არ ყავთ, ავ ისეთი ვინმე ვინც ჟურნალსტობას ითავებს.
რომელიც ყოველდღე სიახლეებით გაგვანებივერბს, ყოველიდღე გუნდთან შეხება გვექნება და ა,შ,
ესაა, უფრო მნიშვნელოვანი!
გუნდი რო წყალწაღებულია ვიცით, მაგრამ ვქომაგობთ და გვაინტერესებს ახალი ამბები.
თუნდაც ფეხბურთელების ინტერვიუ რას ფიქრობენ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე, რა შეგვიძია რა არის მოლოდინი.
ეხ თქვენი დადაც ვეტირე, გავდივარ მე ამ გვერდიდან!
საინტერესო ისაა რომ კლუბის "უსაფრთხოების ოფიცერი" ყურულაშვილი ვახო ამჯერად დეაქტივირებულია და ხალხს ისე არ აშინებს და არ "პრესავს" განსხვავებული აზრის გამოთქმისათვის,როგორც ადრე,ეტყობა ვახოსაც მობეზრდა ლაქიას როლში ყოფნა და აზრზე მოვიდა? :)