დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ახალი პატრონი უნდა გამოუჩნდეს

AutoSharing Option
თუ სასწაული არ მოხდა, დღეს, 16 ივნისს, ქუთაისის "ტორპედო" ახალი მეპატრონის ხელში გადავა.

ცნობილია, რომ პოპულარული იმერული კლუბი ქალაქის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ უკეთესი პირობები რომ ჰქონდეს, აუქციონზე გაიტანეს. ეს მაისში მოხდა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" აქტივები 584 ათას ლარად შეაფასა.

პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და გუნდი ვერ გაიყიდა. ამის შემდეგ ქუთაისის მერიამ განმეორებითი აუქციონი 1-ელ  ივნისს გამოაცხადა, რომლის ვადაც დღეს, 15 საათზე ამოიწურება. ამჟამად, კლუბის საწყისი ფასი განახევრებულია და 295 ათას ლარს შეადგენს.

ტენდერის პირობებით, 2017
წლის ბოლომდე ახალმა მეპატრონემ "ტორპედოში" პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 ათასი ლარი უნდა მიიტანოს, ხოლო 2018 წელს, მინიმუმ, 1.5 მილიონი ლარი.

"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდში ორი ახალი მოთამაშე, მათე კვირკვია და დავით ხურციძე კი მიიწვიეს, მაგრამ მათი დატოვება ვერ ხერხდება. ის იმედოვნებს, რომ კლუბს ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავა შეიძენს, რაც ამ და ბევრი სხვა პრობლემის მოგვარების საფუძველი გახდება.

აქვე ვიტყვით, რომ აუქციონზე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" სახელი გაიყიდება და არა - გუნდის მიერ გამოყენებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საღორიას ბაზა. ორივე ობიექტი ქუთაისის მერიის ბალანსზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
martalia arabuli. tevzadze da lobjanidze 2 tamashs itamashebs dinamoshi da samtrediashi gadadianoo... rato arapers ar wert legionerebi modiso samtrediashio videobic gavcelda ukvee...jurnalistebi satanadot ver mushaobt
admin ragac dawere
11:34 16-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული