"ტორპედოთი" მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა. ცნობილია, რომ კლუბის შეძენით ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა იყო დაინტერესებული.
- ზაალ ჩაჩავა: კარგი აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა "ტორპედოში"
ცნობილი იმერული კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მაისში გაიტანა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" აქტივები 584 ათას ლარად შეაფასა. პირველი
ტენდერის პირობებით, 2017 წლის ბოლომდე ახალმა მეპატრონემ "ტორპედოში" პირდაპირი ინვესტიციის სახით 500 ათასი ლარი უნდა მიიტანოს, ხოლო 2018 წელს - მინიმუმ, 1.5 მილიონი ლარი.
აქვე ვიტყვით, რომ აუქციონზე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" სახელი გაიყიდა და არა - გუნდის მიერ გამოყენებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საღორიის ბაზა. ორივე ობიექტი ქუთაისის მერიის ბალანსზეა.
საფეხბურთო გუნდი, სახელწოდებით "ტორპედო" ქუთაისში პირველად 1945 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, ოფიციალური სახე კი მომდევნო წელს მიიღო. 1989 წლამდე "ტორპედო" წარმოადგენდა საავტომობილო ქარხნის სპორტკლუბ "კოლხიდას". 1990 წლიდან გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მონაწილეა, 1990-92 წლებში კი გამოდიოდა "ქუთაისის" სახელით. "ტორპედო" არის საქართველოს 3-გზის ჩემპიონი (1999-2000, 2000-01, 2001-02) და საქართველოს თასის 3-გზის მფლობელი (1998-99; 2000-01; 2016).
2010-14 წლებში "ტორპედო" კომპანია "ვისოლის" მფლობელობაში იყო, 2015 წლიდან კი ქუთაისის მერიის მიერ ფინანსდება.