ამასთან, ჩაჩავამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად ქუთაისის "ტორპედოს" მაისურს უსახსოვრებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:
მკითხველი:
- ბატონო ზაალ, პირველ რიგში, გისურვებთ წარმატებებს იმ საქმეში, რაშიც თქვენ სურვილი გაქვთ, მიაღწიოთ წარმატებებს. ბოლო წლებია ქართული ფეხბურთის პრობლემებზე საუბრით დაღლილი ქართველი გულშემატკივარი ეთიშება სპორტის იმ სახეობას, რისგანაც განვითარებულ ქვეყნებში უდიდეს სიამოვნებას იღებენ. ჩვენ, რიგითი ქუთაისელები, გულშემატკივრები, ყოველი სეზონის დაწყებას იმ იმედით ვხვდებით, რომ იქნებ ახლა მაინც იფეთქოს ქუთაისურმა ფეხბურთმა,
- კარგი ბავშვთა აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა. მე და ჩემს გუნდს აქამდე ფეხბურთში არ გვიმუშავია, მაგრამ სხვა ყველა ბიზნესი, რომელსაც ხელი მოვკიდეთ, წარმატებული იყო.
თანაც, დავით ყიფიანის სახელობის თასი ისე მოვიგეთ, რომ კლუბი ოფიციალურად არ ყოფილა ჩემს საკუთრებაში...
მკითხველი:
- ბატონო ზაალ, თქვენ ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი 5 მილიონი იქნება. გასაგებია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლუბს იდეალურ შემთხვევაში შეუძლია საბაზისო, სპონსორების სტიმულირების, საპრემიო და საპრიზო თანხებით 2-დან 2,5 მილიონამდე მიიღოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან. თქვენ ამბობთ, რომ მილიონს დახარჯავთ. საიდან აპირებთ დანარჩენი თანხების მოძიებას და გყავთ თუ არა შეგულებული სხვა სპონსორები?
- კი, სპონსორები ბევრი გვყავს. ჩემი მეგობრები მზად არიან, "ტორპედოში" სოლიდური თანხა ჩადონ.
ის ერთი მილიონი ლარი, რომელიც ვახსენე, ვალდებულებად მაქვს, მაგრამ იმის ზემოთ ჩემი კეთილი ნებით კიდევ დავხარჯავ.
სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ზაალ ჩაჩავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.