32 წლის თავდამსხმელმა ახლახან დატოვა ყაზახური "ორდაბასი" და უგუნდოდაა. თუ ტრანსფერი შედგა, ევროთასების მონაწილე ბათუმური კლუბი შეტევაში სოლიდურ შევსებას მიიღებს.
ოთარ მარცვალაძეს საქართველოს ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიაში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში" უთამაშია, მისი კარიერის დიდი ნაწილი კი რუსულ კლუბებს უკავშირდება. ოთარს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.